„თბილისში ჯადოა.... მტკვარში, ქუჩებში, უცნაური ნივთები ყრია...“ - ეზოტერიკოსი
1747338413
ბათუმის საქალაქო სასამართლოში „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. პროცესს ესწრებიან დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, მათ შორის საქართველოში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი, შვედეთის ელჩი ანნა ლიბერგი და ესტონეთის ელჩი მარგე მარდისალუ-კაჰარი. ამაღლობელის სასამართლო პროცესს ასევე ესწრება ავსტრიელი ევროპარლამენტარი ლენა შილინგი.
პროცესი დაცვის მხარის შუამდგომლობით დაიწყო. ადვოკატებმა მოითხოვეს მტკიცებულებათა დაშვება, რომლებიც სახალხო დამცველის აპარატის მიერ გამოქვეყნებულ დასკვნებს უკავშირდება. მოსამართლე ნინო სახელაშვილმა დაცვის მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა, თუმცა საჭიროდ არ მიიჩნია იმ ვიდეომტკიცებულებების გადახედვა, რომლებიც დართულია მზია ამაღლობელის ადმინისტრაციულ საქმეში.
დაცვის მხარის განცხადებით კი, ეს ვიდეოები გადაღებულია მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული დაკავებიდან გათავისუფლების შემდეგ და მათი საქმეში არსებობა ალოგიკურია. მოსამართლე კი მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება გასაჩივრებულია და ამ შემთხვევაში სისხლის სამართლის საქმეზე მათზე მსჯელობა არ არის მიზანშეწონილი.
დღესვე დაიკითხა სამედიცინო ექსპერტი გივი ჩხარტიშვილი. სწორედ მან ჩაუტარა ექსპერტიზა შემთხვევის შემდეგ როგორც ირაკლი დგებუაძეს, ასევე მზია ამაღლობელს. ექსპერტმა დაადასტურა, რომ დგებუაძეს არ აღენიშნებოდა დაზიანება, მზია ამაღლობელს კი მარცხენა მხარზე ჰქონდა სისხლჩაქცევები. რაც შეეხება ტკივილს სილის გაწვნის შემდეგ, ექსპერტი ამბობს, რომ ტკივილი სუბიექტური შეგრძნებაა და არ არის სამედიცინო ექსპერტიზის კვლევის ობიექტი.
სასამართლო პროცესი საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობს. ისმის შეძახილები: „თავისუფლება მზია ამაღლობელს“.