ხმაური და დაპირისპირება საქალაქო სასამართლოში - ნიკა კაცია მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა

ხმაური და დაპირისპირება საქალაქო სასამართლოში

საქალაქო სასამართლოში, სადაც ნიკა კაციას პროცესი მიმდინარეობდა, ხმაური იყო. აღკვეთის ღონისძიების გადახედვის შემდეგ, მოსამართლემ ძალაში დატოვა გადაწყვეტილება წინასწარი პატიმრობის შესახებ.

ნიკა კაცია კვლავ პატიმრობაში დარჩა. სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა დაკავებულის ახლობლებსა და მანდატურებს შორის. მათ რამდენიმე პირს სასამართლოს შენობა დაატოვებინეს.

ჟურნალისტ ნიკა კაციას ნარკოდანაშაულს ედავებიან. მას ბრალი 260-ე მუხლით აქვს წაყენებული.