პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
კონორ მაქგრეგორს სექსუალურ ძალადობაში ედება ბრალი. მსხვერპლი ამტკიცებს, რომ 9 ივნისს, NBA-ს ერთ-ერთ თამაშზე ის იძულებით შეიყვანეს მამაკაცების საპირფარეშოში, სადაც მაქგრეგორი დაცვასთან ერთად იმყოფებოდა.
ქალის თქმით, დაცვა მას საპირფარეშოს დატოვების უფლებას არ აძლევდა. კონორმა კი მას ორალური სექსი დააძალა. საბოლოოდ სავარაუდო მსვერპლმა გაქცევა მოახერხა და პოლიციასაც აცნობა მის წინააღმდეგ ჩადენილი სქესობრივი დანაშაულის შესახებ.
მედიაში ვრცელდება ვიდეო, სადაც მაქგრეგორს სავარაუდო მსხვერპლი საპირფარეშოში შეჰყავს.
ცნობილია, რომ მაიამის პოლიციამ გამოძიება უკვე დაიწყო, თუმცა სპორტსმენი ბრალდებას სასტიკად უარყოფს.