„სამწუხაროდ მოიმატებს…” - გოგა მანიას უახლესი წინასწარმეტყველება
1747425595
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, მიმდინარე წლის ივლისიდან სოციალურად დაუცველი ბავშვები ყოველთვიური დახმარების სახით 200 ლარს მიიღებენ.
მინისტრის განმარტებით, აღნიშნულიდან გამომდინარე პროგრამის ბიუჯეტს 70 მილიონი ლარი დაემატება.
„მეორე საკითხი ეხებოდა სოციალურად დაუცველ ბავშვებს და მოგეხსენებათ, ადრეც გვქონდა დაანონსებული, რომ მიმდინარე წლის ივლისის თვიდან 200 ლარი გახდა დახმარება. ჯამში, წლევანდელ ბიუჯეტს 70 მილიონი ლარი დაემატება და ამ ბავშვებს უკვე 200-ლარიან დახმარებას გადავუხდით. წლის განმავლობაში, ჯამში, ნახევარ მილიარდ ლარამდე გადავიხდით სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის 200-ლარიან ყოველთვიურ დახმარებას“, – აღნიშნა ზურაბ აზარაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.
ასევე დაგაინტერესებთ:
👉 საზარელი მკვლელობა - კლდიდან ორი გოგო გადააგდეს, ერთი ადგილზე დაიღუპა (გერმანია)
👉 ღვიძლის გადანერგვის ოპერაციას სახელმწიფო სრულად დააფინანსებს