„საყვარელს თავი მოჰკვეთა, სხეული დაანაწევრა და მიმოფანტა…“ - სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს ქალს, რომელიც სასამართლოზე ადვოკატებსაც თავს დაესხა

მკვლელობა

ეს საქმე საკმაოდ ჩახლართულია. 

ტეილორ შაბიზნესი ამჟამად სამუდამო პატიმრობას იხდის თავისი საყვარლის, შად ტირიონის მკვლელობისთვის, რომელსაც მან ტანჯვა-წამებით თავი მოჰკვეთა. შემდეგ კი მისი ცხედარი დაანაწევრა და ნეშტი მიმოფანტა.

ამჟამად ის ამ საქმეს ასაჩივრებს. ამასთანავე, მას ცალკე საქმეში სისხლის სამართლის ბრალდება წაუყენეს მას შემდეგ, რაც, სავარაუდოდ, ციხის ექთანს ლითონის უჯრით თავს დაესხა.

იგი წინასასამართლო სხდომაზე თავს დაესხა ადვოკატსაც.

ნაფიცმა მსაჯულებმა შაბიზნესი დამნაშავედ ცნეს მკვლელობაში, გაუპატიურებასა და გვამის დასახიჩრებაში, რაც 2022 წელს ტირიონის გარდაცვალებასთან იყო დაკავშირებული.

ტეილორმა თავის საყვარელს  თავი მოკვეთა, სექსუალურად გაუსწორდა ცხედარს და შემდეგ მისი სხეული „პურის დანით“ დაანაწევრა, როგორც მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის სარჩელშია ნათქვამი. სარჩელის თანახმად, მოგვიანებით დედამ მისი თავი და სასქესო ორგანოები ვედროში იპოვა.

ბრალდებული ქალი ფაქტებს არ უარყოფდა, თუმცა თავი „უდანაშაულოდ“ გამოაცხადა ფსიქიკური დაავადების ან დეფექტის გამო.

საბოლოოდ, ნაფიცმა მსაჯულებმა დაადგინეს, რომ შაბიზნესი ჯანმრთელი იყო და მას სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს.