ბოლო ცნობები თურქეთიდან - ძლიერი მიწისძვრის შედეგად 22 ადამიანი დაშავდა, დაინგრა რამდენიმე შენობა
1761625245
იტალიის ნომერ პირველი ძებნილი მატეო მესინა დენარო 30-წლიანი მიმალვის შემდეგ დააკავეს. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
გამოცემის ცნობით, დენარო, რომელიც სავარაუდოდ სიცილიური მაფიის „კოზა ნოსტრას“ ბოსი იყო, პალერმოში ერთ-ერთ კერძო კლინიკაში დააპატიმრეს, სადაც იგი სამკურნალოდ იყო წასული.
„30-წლიანი ძებნის შემდეგ, სუპერბოსი მატეო მესინა დენარო დააკავეს. ეს შესანიშნავი დღეა იტალიისთვის და გაფრთხილებაა მაფიისთვის: ინსტიტუტები და ჩვენი ფორმაში ჩაცმული გმირები არასოდეს ნებდებიან“, - წერს სალვინი.
სასამართლომ მანამდე მას დაუსწრებლად გამოუტანა სამუდამო პატიმრობის განაჩენი რამდენიმე მკვლელობის საქმეზე.