სიძულვილის ენის წინააღმდეგ პროცესები გრძელდება - მცხეთის სასამართლომ მოქალაქე 1500 ლარით დააჯარიმა

ჩაქუჩი

სიძულვილის ენის წინააღმდეგ პროცესები გრძელდება. მცხეთის სასამართლომ 1500 ლარით დააჯარიმა ნათია მინდიკაური, რომელიც საჯარო სივრცეში იყენებდა სიძულვილის ენის შემცველ ფრაზებს და გამონათქვამებს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ კი განიხილა ლაშა ჯანიბეგაშვილის საქმე, რომელმაც სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ირმა კაპანაძეს.

ზაურ ხატიაშვილმა კი სიძულვილის ენა გამოიყენა პეტრე კოლხი- კვარაცხელიას წინააღმდეგ. პროცესები დისტანციურად გაიმართა ქუთაისსა და წყალტუბოში