ფსიქოლოგებმა დაასახელეს ასაკი, როცა მამაკაცები „ბავშვობას“ ამთავრებენ
1724487864
იტალიის ნაკრებისა და „იუვენტუსის“ ყოფილი ვარსკვლავი ჯანლუკა ვიალი 58 წლის ასაკში გარდაიცვალა – ჯანლუკა ვიალი.
2017 წელს ვიალის სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. მას შემდეგ ის უკურნებელ სენს ებრძოდა.
ვიალიმ საკლუბო კარიერა „კრემონეზეში“, „სამპდორიაში“, იუვენტუსსა“ და „ჩელსიში“ გაატარა. 1998 წელს კი „ჩელსის“ მოთამაშე-მწვრთნელი გახდა და მოიგო როგორც უეფა-ს თასი, ასევე ევროპის სუპერთასი. თუმცა სამწვრთნელო კარიერა დიდი ხნით არ გაუგრძელებია – 2002 წელს „უოტფორდის“ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გადადგა და ეს იყო მისი ბოლო კლუბი მწვრთნელის რანგში.
ვიალი იტალიის ნაკრებში 1985–1992 წლებში თამაშობდა. 59 მატჩში ფეხბურთელმა 16 გოლი გაიტანა.