1790194094
ტარიელ ონიანისა და მერაბ ჯანგველაძის დაჯგუფება ევროპაში შეკრებას გეგმავს - რა დეტალები ხდება ცნობილი
ტარიელ ონიანისა და მერაბ ჯანგველაძის კლანი ევროპაში შეკრებას გეგმავს.
გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრის მიზანი ლაშა შუშანაშვილთან არსებული დაპირისპირების დასრულებაა.
წინა შეხვედრის დროს, რომელიც საბერძნეთში გაიმართა, მონაწილეები ლაშა შუშანაშვილს ერთი კვირის განმავლობაში ელოდნენ, თუმცა ის შეხვედრაზე არ მივიდა.
დაგეგმილი შეკრების ზუსტი ადგილი ჯერჯერობით არ სახელდება. ცნობილია მხოლოდ ის, რომ შეხვედრა პოლონეთში არ გაიმართება, რადგან პოლონეთის ხელისუფლებამ მიმდინარე წელს ქართველი კრიმინალური ავტორიტეტები ქვეყნიდან გააძევა.
დაგეგმილ შეხვედრას კვლავ „ლაშა შუშანაშვილის უკანასკნელ შანსად“ მოიხსენიებენ. შეხვედრის დასრულების შემდეგ შესაძლოა ე.წ. „ნათლობა“ გაიმართოს, რომლის ფარგლებშიც, „ქურდული სამყაროს“ წრეში ახალი წევრების მიღება იგეგმება.












