VIDEO: „ტექსტის შედგენაში ბებიამისის ქართველი მომვლელი დაეხმარა“ - რა მოხდა „ნაპოლის“ ბაზასთან, სადაც კვარაცხელიას იტალიელი ფანი მივიდა

კვარაცხელია

Spazio Napoli სოციალურ ქსელში ავრცელებს ვიდეოს, სადაც ჩანს, თუ როგორ სთხოვს „ნაპოლის" ბაზასთან მყოფი იტალიელი ბიჭუნა ხვიჩა კვარაცხელიას მაისურს.

ამ ამბავთან დაკავშირებით ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი წერს:

"აუ, გული დამეწვა. ეს ნეაპოლელი ბავშვია. დღეს "ნაპოლის" ბაზასთან სპეციალური ბანერით მივიდა, რომელზეც ლათინური ასოებით ქართულად ეწერა: "ხვიჩა, შენ ხარ ძლიერი. ძალიან გთხოვ, მომეცი შენი მაისური, შენი ფანი გაბრიელი".

ამ ტექსტის შედგენაში ბებიამისის ქართველი მომვლელი დაეხმარა. სამწუხაროდ, ხვიჩამ ვერ შეამჩნია და ატირდა. თუმცა, დარწმუნებული ვარ, ხვიჩა ამ ამბავს გაიგებს და აუცილებლად გადასცემს მაისურს", - წერიაპოსტში.