ტარიელ ონიანისა და მერაბ ჯანგველაძის დაჯგუფება ევროპაში შეკრებას გეგმავს - რა დეტალები ხდება ცნობილი
1790192695
საპარლამენტო დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით აზერბაიჯანს ეწვია.
ვიზიტის ფარგლებში დელეგაცია მილი მეჯლისის თავმჯდომარეს და კომიტეტის ხელმძღვანელობას შეხვდება. იგეგმება მთავრობის წევრებთანაც მოლაპარაკებაც.
მთავარი საკითხები საქართველოსა და აზერბაიჯანის პარლამენტებს შორის ორმხრივი საპარლამენტო ურთიერთობების გაღრმავება, ორი ქვეყნის მეგობრობისა და სტრატეგიული პარტნიორობის განმტკიცება, რეგიონული თანამშრომლობისა და ეკონომიკური ურთიერთობების განვითარება იქნება.
„ჩვენი ვიზიტის მთავარი თემა არის საპარლამენტო ურთიერთობების გაღრმავება და რა თქმა უნდა, შეხვედრა გვექნება მილი მეჯლისის თავმჯდომარესთან და კომიტეტების ხელმძღვანელებთან, მაგრამ არა მხოლოდ, გვექნება შეხვედრები აღმასრულებელ ხელისუფლებასთან.
მთლიანად ეს ვიზიტი ემსახურება იმას, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებული ძალიან კარგი, პარტნიორული და მეგობრული ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდეს და რა თქმა უნდა, გამოვიყენოთ ჩვენი ორი ქვეყნის სწორი პოზიციონირება, როგორც თითოეული ქვეყნის ეკონომიკური, ტურისტული, ზოგადად გლობალურ პოლიტიკაში პოზიციონირებისთვის“, - აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი.
პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, მარიამ ლაშხის განცხადებით, საქართველოსა და პარტნიორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში თანამშრომლობის გაღრმავება მნიშვნელოვანია
„ძალიან მნიშვნელოვანია ორ ქვეყანას შორის ის სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც გვაქვს და ამის საპარლამენტო განზომილება. დღეს ჩვენ ვსაუბრობთ - შუა დერეფნის ორი ხერხემალი ქვეყანა - არა მხოლოდ ფიზიკურ დაკავშირებადობაზე, ასევე მილსადენებსა და გზებთან ერთად ვსაუბრობთ ციფრულ დაკავშირებადობაზე. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი თემა გვექნება განათლების მიმართულებით თანამშრომლობა, ახალგაზრდების დაკავშირება და გაცვლითი პროგრამების უზრუნველყოფა, მათ შორის სამეცნიერო მიმართულებითაც“, - აცხადებს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი.