ოქტომბერში ამ ზოდიაქოს ნიშნების ფინანსური მდგომარეობა გაუმჯობესდება
1728128105
მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრში 22 წლის გოგოს ოპერაციისას მაკრატელი მუცელში ჩაუტოვეს.
როგორც პაციენტის ოჯახის წევრები ამბობდნენ, გოგონას სამი თვის წინ, თბილისში ოპერაცია გაუკეთეს, ქირურგებს კი, მუცლის ღრუში, მაკრატელი დარჩათ.
კლინიკაში აცხადებენ, რომ ამ ფაქტთან დაკავშირებით გამართლება არ აქვთ. თუმცა ასეთი „გაუმართლებელი შეცდომა“ მარტო ქართველ ექიმებს არ მოსდით.
რუსული მედიის ცნობით, 2015 წელს სანქტ-პეტერბურგში ექიმებს საკეისრო კვეთის შემდეგ დაავიწყდათ ქირურგიული საფენის ამოღება, ახალგაზრდა ქალი ტკივილების მიუხედავად, საავადმყოფოდან, „დამაკმაყოფილებელი მდგომარეობით" გაწერეს, რასაც თავდაპირველად სარეაბილიტაციო პერიოდს მიაწერდნენ.
10 დღის შემდეგ იგი სასწრაფო დახმარების მანქანით გადაიყვანეს სხვა საავადმყოფოში, სადაც ექიმებმა მუცლის ღრუში ჩარჩენილი საფენი აღმოუჩინეს. სამშობიაროს ექიმები გაათავისუფლეს და 2,5 წლით აუკრძალეს თავიანთი პროფესიით მუშაობა.
მაკრატელს ატარებდა საკუთარი სხეულით 60 წლის ინდოელი მამაკაცი. მას 2010 წლის 1 იანვარს ექიმებმა კუჭის ოპერაცია გაუკეთეს, ოპერაცია მხოლოდ სამ საათს გაგრძელდა, მაგრამ კაცი 2 წლის განმავლობაში ინახავდა კუჭში ჩარჩენილ მაკრატელს.
ფაქტია, რომ კერძო კლინიკის ქირურგს ოპერაციის შემდეგ დაავიწყდა მაკრატლის ამოღება.
რეკორდი დაამყარეს გერმანელმა ქირურგებმა, რომლებმაც პენსიონერს სხეულში 16 საგანი დაუტოვეს. 74 წლის დიკ შრედერს ოპერაცია 2009 წელს ჰანოვერის კლინიკაში ჩაუტარდა, მას სიმსივნური წანაზარდი ამოკვეთეს, თუმცა ოპერაციის შემდეგ სხეულში სხვადასხვა საგნები „დაუტოვეს“.
ერთ-ერთი ყველაზე დიდი ინსტრუმენტი, რომელიც ოპერაციის დროს ქირურგებს მუცელში დარჩათ, იყო 32 სმ-იანი ინსტრუმენტი, რომელიც ოპერაციის დროს ჭრილობების გაფართოებისთვის გამოიყენება.
ეს გასაოცარი ინციდენტი მოხდა ვაშინგტონის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრში (აშშ) 2000 წლის მაისში, ინსტრუმენტი რენტგენზე ოპერაციიდან მხოლოდ ორი თვის შემდეგ აღმოაჩინეს. სამედიცინო ცენტრმა თითქმის 100 000 დოლარი გადაიხადა კომპენსაციის სახით.
2015 წელს ბაშკირის საავადმყოფოში მუცლის მწვავე ტკივილით მამაკაცი შეიყვანეს. ექიმები მამაკაცის გადარჩენას ცდილობდნენ, მაგრამ ის გარდაიცვალა.
გაკვეთის შედეგად დადგინდა, რომ პაციენტს ნაწლავებში ქირურგიული დამჭერი ჰქონდა, ირკვევა, რომ თითქმის 20 წლის წინ, ბაშკირულ ქალაქ ბირსკში მამაკაცს ოპერაცია ჩაუტარდა, რა დროსაც როგორც აღმოჩნდა მის სხეულში ექიმებს ინტრუმენტი დარჩათ.
2013 წლის ნოემბერში ბრიტანელმა ექიმებმა შემთხვევით დატოვეს რეზინის ხელთათმანი პაციენტის შერონ ბურკსის სხეულში.