„ისევ ისე გაგახარებთ, როგორც აქამდე“ - ხვიჩა კვარაცხელიას დედა მიმართვას ავრცელებს
1792698539
სამართალდამცველებმა, მოქალაქე ზურაბ კენჭიაშვილი, რომელიც სოციალური ქსელ „ტიკტოკის“ მეშვეობით შეურაცხყოფას აყენებდა მოქალაქეებს, მათ შორის არასრულწლოვანს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით გათვალისწინებული წვრილმანი ხულიგნობის ფაქტზე დააკავეს და თბილისის საქალაქო სასამართლოში გადაიყვანეს.
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და მასალები შემდგომი რეაგირების და განსჯადობის გათვალისწინებით წარედგინა სასამართლოს. მოსამართლის გადაწყვეტილებით ზურაბ კენჭიაშვილს მიესაჯა ადმინისტრაციული პატიმრობა 20 დღის ვადით.