შიდა ქართლის პოლიციამ საცხოვრებელი ბინების გაქურდვისა და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

პოლიცია

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის
რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, არაერთგზის ჩადენილი ქურდობისა და
ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, წარსულში
მრავალჯერ ნასამართლევი  პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა სხვადასხვა დროს გორში მდებარე
რამდენიმე საცხოვრებელ ბინაში უკანონოდ შეაღწია და მართლსაწინააღმდეგოდ
დაეუფლა მოქალაქეთა კუთვნილ ოქროს ნივთებს.

ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების
შედეგად, სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობა დაადგინეს
და ბრალდებულის სახით დააკავეს.

პოლიციამ დაკავებულის პირადი და საცხოვრებელ სახლის ჩხრეკის შედეგად,
მოქალაქეთა კუთვნილი ნაქურდალი ოქროს ნივთების ნაწილი ნივთმტკიცებად
ამოიღო, ასევე, ამოღებულია ქურდობისთვის საჭირო ხელსაწყოები და ნარკოტიკული
საშუალება „მარიხუანა“.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე და 260-ე მუხლებითმიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

✕