„ანნა ხშირად ამბობს, რომ ხანდახან ანეტას ესაუბრება...“ – ჯანეტ ქერდიყოშვილი შვილისა და ტრაგიკულად დაღუპული დის მისტიკურ კავშირზე

ჯანეტ

გადაცემაში „ნოესთან“ ჯანეტ ქერდიყოშვილი ტრაგიკულად დაღუპულ დაზე საუბრობს. მისი თქმით, მის უფროს ქალიშვილს ანნას, მასთან მისტიკური კავშირი აქვს.

„ანეტკაზე საუბარი, ზოგადად, არ მიყვარს, არ მიყვარს და ვერც ვსაუბრობ. რადგან ეს თემა ჩემთვის რთულია, ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის ენით აღუწერლად რთული. ის იყო ჩვენთან, სულ რაღაც, 10 წელი. მე და მას შორის ასაკობრივი სხვაობაც 10 წელი იყო. სახელსაც რომ დააკვირდე, დედამ ერთი ასო „ჯ“ მოაშორა და დარჩა ანეტა. ამ გადმოსახედიდან რომ ვუყურებ, თითქოს, ამასაც ჰქონდა რაღაც თავისი დანიშნულება. როდესაც ის ჩვენ ის უბედური შემთხვევის გამო დავკარგეთ, ის დარჩა ჩვენი ოჯახის მფარველ ანგელოზად, ჩემი პირადი მფარველი ანგელოზი იყო. ანგელოზი, რომელმაც იქიდან წამომიყვანა, როდესაც ურთულეს დაავადებას ვებრძოდი. მაგ პერიოდში, მესიზმრებოდა, ჩემი საუბრები მქონდა, ჩემი დაავადებაც 1 წლის თავზე იყო. ღმერთს მადლობა, რომ ჩვენ ეს დავამარცხეთ, მაგრამ იმ პერიოდში, თითქოს ჩემს თავსაც ვადანაშაულებდი, რომ თითქოს, მე უნდა დამმართნოდა რაღაცა და მან თავის თავზე აიღო.

მოდი, ისიც ვახსენოთ, თუ როგორი კავშირი აქვს ჩვენს უფროს შვილს, ანნას მასთან...“, - ამბობს ჯანეტ ქერდიყოშვილი.

ნოე სულაბერიძის თქმით, ეს ამოუცნობი და მისტიკურია.

 „ანა ხშირად ამბობს ასეთ რამეს, რომ ხანდახან ანეტას ესაუბრება. არ ვიცი, იმ შთაბეჭდილებების ქვეშაა რომ ერთხელ ჯანეტმა ანეტას შესახებ მოუყვა დაწვრილებით და მას ეს შთაბეჭდილება დარჩა. მას ვერ ხედავს, მაგრამ რაღაცნაირად აღიქვამს და ესაუბრება. ეს განსაკუთრებულად ემოციურია. ვცდილობ ხოლმე ჩავეკითხო, რაღაცებს მეუბნება, მაგრამ თემა გადააქვს“, - ამბობს ნოე სულაბერიძე.

ჯანეტ ქერდიყოშვილი: იმ დღეს, ჯერ ანნა ჩაჯდა მანქანაში, ერთ 5 წუთში მე და მეუბნება, აი, ჩვენ ახლა მოვრჩით ამოცნობანასო. უცებ ვერ მივხვდი, ვისზე საუბრობდა. რაღაცას მე ვიგონებდი და მერე ის მპასუხობდაო. არსებობს, მართლა არსებობს ის, რასაც ჩვენ ვერ ვხსნით.

✕