1783455541
16 მოსწავლის დაღუპვის საქმეზე, რვა გოგოს მკვლელობის ბრალდება წაუყენეს - გახმაურებული საქმე (უცხოეთი)
16 თანაკლასელის დაღუპვის საქმეზე, რვა მოსწავლეს მკვლელობის ბრალდება წაუყენეს.
კენიაში, ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული საქმის ფარგლებში, რვა არასრულწლოვან გოგოს 16 თანაკლასელის მკვლელობის ბრალდება წაუყენეს. საქმე უკავშირდება კერძო პანსიონის საერთო საცხოვრებელში გაჩენილ ხანძარს, რომელმაც 16 მოსწავლის სიცოცხლე იმსხვერპლა, ხოლო კიდევ 79 ადამიანი დაშავდა.
გამოძიების ინფორმაციით, ტრაგედია მიმდინარე წლის მაისში მოხდა. სამართალდამცველები ვარაუდობენ, რომ ხანძარი განზრახ იყო გაჩენილი. შემთხვევიდან მალევე პოლიციამ რვა მოსწავლე დააკავა, ხოლო რამდენიმეკვირიანი გამოძიების შემდეგ მათ ოფიციალურად მკვლელობის ბრალდება წაუყენა.
სასამართლოში პირველი სხდომისას ყველა ბრალდებულმა თავი უდანაშაულოდ ცნო.
რადგან ბრალდებულები არასრულწლოვნები არიან, სასამართლომ საქმის განხილვა სპეციალური, ბავშვებზე მორგებული პროცედურებით დანიშნა. პროკურატურის განცხადებით, გოგონების დროებით პატიმრობაში დატოვება მათი უსაფრთხოების დაცვის მიზნითაც აუცილებელია, რადგან საქმემ ქვეყანაში დიდი საზოგადოებრივი რეზონანსი გამოიწვია.












