ტრაგედია ბათუმში - 23 წლის ბიჭი ზღვაში დაიხრჩო
1783458774
ბრაზილიაში 17 წლის ანა ლუიზა დე ოლივეირა ნევესის ტრაგიკულმა ისტორიამ მთელი ქვეყანა შეძრა. გოგონა, რომელსაც სან-პაულუს გარეუბანში მცხოვრებმა უცნობმა პირმა ტორტი გაუგზავნა, რამდენიმე დღეში გარდაიცვალა. მოგვიანებით გამოძიებამ დაადგინა, რომ ტორტი მოწამლული იყო.
როგორც CNN წერს, შემთხვევა 31 მაისს მოხდა. ანა ლუიზას სახლში ამანათი მიიტანეს, რომელიც, როგორც გოგონას უთხრეს, „უცნობი თაყვანისმცემლისგან“ იყო გამოგზავნილი.
გზავნილში პატარა ტორტი იდო, რომელსაც თან ახლდა ხელნაწერი ბარათი.
„საჩუქარი ყველაზე ლამაზ გოგონას, რომელიც კი ოდესმე მინახავს“,- ეწერა ბარათზე. ტექსტს თან ახლდა პატარა წითელი გული და სტიკერები. ასევე მითითებული იყო, რომ ტორტი განკუთვნილი იყო „ყველაზე ტკბილი და საუკეთესო ხასიათის მქონე გოგონასთვის“.
ანა ლუიზამ მეგობარს ხმოვანი შეტყობინება გაუგზავნა და უთხრა, რომ ტორტის გამომგზავნს არ იცნობდა. მოგვიანებით, სანამ შეუძლოდ გახდებოდა, მან კიდევ ერთი, ნახევრად ხუმრობითი შეტყობინება გააგზავნა:
„თუ მოწამვლით მოვკვდები, უკვე გეცოდინება“.
ოჯახის ინფორმაციით, ტორტის ჭამიდან დაახლოებით ერთ საათში გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. მამამ ის საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც ექიმებმა საკვებით მოწამვლის დიაგნოზი დაუსვეს. ანას მედიკამენტები გამოუწერეს და სახლში გაწერეს.
თუმცა, მეორე დღეს გოგონას მდგომარეობა გაუარესდა და ოჯახმა იგი კვლავ კლინიკაში გადაიყვანა. ექიმებმა საავადმყოფოში მიყვანისას უკვე სიცოცხლის ნიშნები აღარ დააფიქსირეს და მისი გარდაცვალება გამოაცხადეს.
ანა ლუიზა დე ოლივეირა ნევესი 3 ივნისს დაკრძალეს.
გოგონას გარდაცვალების შემდეგ საქმით პოლიცია დაინტერესდა. გამოძიებამ მალევე გამოავლინა, რომ ანასთვის ტორტის გაგზავნამდე რამდენიმე დღით ადრე, მსგავსი გზავნილი კიდევ ერთ გოგონას ჰქონდა მიღებული. ისიც შეუძლოდ გახდა, თუმცა გადარჩა.
ორი შემთხვევის დაკავშირების შემდეგ სამართალდამცველებმა ეჭვმიტანილი იპოვეს - 17 წლის გოგონა, რომელმაც თანატოლის მოწამვლა აღიარა.
პოლიციის განცხადებით, დანაშაულის მოტივი ეჭვიანობა იყო. ეჭვმიტანილის თქმით, მან ორივე გოგონას ტორტი იმიტომ გაუგზავნა, რომ მისი ყოფილი შეყვარებულები სწორედ მათთან გადავიდნენ ურთიერთობაში.
გამოძიების ინფორმაციით, გოგონამ საკონდიტროში პატარა ტორტი შეიძინა, შიგნით საშიში ნივთიერება მოათავსა და კურიერის საშუალებით გააგზავნა.
ეჭვმიტანილი აცხადებს, რომ მისი მიზანი მკვლელობა არ ყოფილა და მხოლოდ გოგონების „დასჯა“ და ცუდად გახდომა სურდა. მისი თქმით, ანასთვის მხოლოდ ისეთი სიმპტომების გამოწვევას გეგმავდა, როგორიცაა ღებინება და სისუსტე. როდესაც მისი გარდაცვალების შესახებ შეიტყო, შოკში ჩავარდა.
თავის ჩვენებაში 17 წლის გოგონამ აღნიშნა, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და ჩადენილს ნანობს.