პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბოლო რამდენიმე თვეში იყო ბრიუსელში, ვენაში, ბერლინში, ბუდაპეშტში, ის იყო ცენტრალური აზიის დედაქალაქებში და აქ მოიხაზა ზუსტად ის სტრატეგიული მიმართულება, რაც საგარეო პოლიტიკას ახასიათებს, ეს არის დასტური, რომ ჩვენ ვართ ინტეგრირებული და მივისწრაფვით ევროპისკენ, მაგრამ ამავდროულად, ვასრულებთ იმ მნიშვნელოვანი ჰაბის ფუნქციას, რასაც ჰქვია ტრანსკასპიური დერეფნის გავლება სამხრეთ კავკასიაზე და კერძოდ, საქართველოზე,- ასე აფასებს „პრაიმტაიმთან“ ექსპერტი გია აბაშიძე პრემიერმინისტრის ბოლო დროის ვიზიტებს.
მისი თქმით, გავლენიან ფიგურებთან ღარიბაშვილის აუდიენცია მოწმობს, რომ ქვეყანა ევროპისკენ კიდევ უფრო მიისწრაფვის.
„მე ძალიან არასერიოზულად ვუყურებ იმ კონტრპროპაგანდას, როდესაც ამბობენ, რომ ირაკლი ღარიბაშვილი და „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არ არის მიღებული ევროპაში და ის მხოლოდ აზიის ქვეყნეში დადის, ეს ასე არ არის. იმის გარდა, რომ საქართველო იძენს მეტ ფუნქციასა და დატვირთვას, არა მხოლოდ ევროინტეგრაციის თვალსაზრისით, არამედ აღმოსავლეთ-დასავლეთ შუა დერეფნის განვითარების თვალსაზრისით, აშკარად ჩანს, რომ საქართველო გახდა ერთგვარი სამშვიდობო ცენტრი, ჰაბი, რომელიც არის მომლაპარაკებელი ხიდი მოქიშპე აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის“,- განაცხადა აბაშიძემ.
პრემიერის ბოლო მნიშვნელოვან ვიზიტებამდე, საქართველოში მეზობელი ქვეყნის ლიდერი, ილჰამ ალიევი ჩამოვიდა და ქვეყნის მეთაურთან მნიშვნელოვან საკითხების გადაწყვეტაზე იმსჯელა.
საქართველოს გავლით ელექტროენერგიის ევროპაში გატანის გადაწყვეტილებაზე, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა საქართველოში სტუმრობის დროს ისაუბრა.
„ახალი პროექტები ასევე ითვალისწინებს ელექტროენერგიის მიმართულებით ინიციატივებს. აზერბაიჯანი აპირებს, ექსპორტზე გაიტანოს ელექტროენერგია საერთაშორისო ბაზრებზე და ჩვენი მარშრუტი აუცილებლად გაივლის საქართველოს. 10 გეგავატი არის ჩვენი შესაძლებლობები განახლებადი ენერგიის კუთხით და კასპიის ზღვის გავლით გვაქვს საშუალება, ექსპორტზე 157 გეგავატი გავიტანოთ. ეს არის საერთაშორისო დათვლებით და პროგნოზებით დადგენილი მაჩვენებელი.
მიგვაჩნია, რომ იქნება ახალი სამიზნე ორიენტირი, რათა ელექტროენერგია გავიტანოთ ექსპორტზე და როგორც სხვა მიმართულებებით, საქართველო და აზერბაიჯანი წარმატებით ითანამშრომლებენ ამ მიმართულებითაც და საერთო ჯამში, გაიზრდება ჩვენი თანამშრომლობის პოტენციალი, კეთილდღეობა, ენერგოდერეფნების პოტენციალი“, - განაცხადა ილჰამ ალიევმა.
ფაქტია, რომ საქართველოს, როგორც სატრანზიტო ქვეყანას, უჩნდება შანსი, ევროკავშირისთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი პარტნიორი გახდეს. ბრიუსელი ევროპული დედაქალაქების რუსეთის ენერგეტიკული მარწუხებიდან გამოხსნას ალტერნატიული წყაროების მოძიებით ცდილობს.
გასული კვირის მიწურულს კი, აზერბაიჯანული ელექტროენერგიის საქართველოს გავლით მიღების ძლიერ ინტერესზე უკვე უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი ლაპარაკობდა, როცა ბუდაპეშტში მან ქართველი კოლეგა, ირაკლი ღარიბაშვილი მიიღო.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანმა, ქართველ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ თქვა, რომ საქართველოსა და უნგრეთს შორის "მსგავსება ბევრია" და "ძალიან ახლოს" არიან პოზიციებით მათ შორის - გეოპოლიტიკისა და ომის საკითხებზე.
„ძალიან კარგი შეხვედრა მქონდა ბუდაპეშტში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან. განვიხილეთ ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების გზები. ენერგიის წყაროების დივერსიფიკაცია ევროპის ენერგოკრიზისიდან ერთადერთი გამოსავალია“,- დაწერა ტვიტერზე უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა.
ამასთან, ორბანმა ცალსახად დააფიქსირა მისი მხარდაჭერა ქვეყნის მიმართ და თქვა, რომ მათ გვჭირდება საქართველო ევროკავშირში!“
„მაშინ, როდესაც ევროკავშირმა კარგი გადაწყვეტილება მიიღო მოლდოვასა და უკრაინისთვის წევრობის შეთავაზებით, ბრიუსელმა საქართველო უკან მოიტოვა. ეს მიუღებელი და ამორალურია! ჩვენ გვჭირდება საქართველო ევროკავშირში!“,- აღნიშნა ორბანმა.
უფრო ადრე, ქვეყნის მეთაურის, ირაკლი ღარიბაშვილის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ვიზიტი თურქეთში შედგა.
საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობა, მსოფლიოსა და კავკასიის რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხები.
ნიუ იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე ხაზი გაესვა ორი ქვეყნის მჭიდრო მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობების მნიშვნელობას.
განსახილველ საკითხებს შორის იყო უკრაინაში მიმდინარე ომი და, შედეგად, მსოფლიოსა და რეგიონში არსებული რთული უსაფრთხოების ვითარება. ხაზი გაესვა რეგიონის შემდგომი განვითარებისა და გრძელვადიანი კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას. ამ კონტექსტში, აღინიშნა ირაკლი ღარიბაშვილის შუამავლობით აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის გასულ წელს მიღწეული შეთანხმება, რომლის შედეგადაც, აზერბაიჯანმა სომეხი ტყვეები გაათავისუფლა, სომხეთმა კი აზერბაიჯანს მნიშვნელოვანი რუკები გადასცა. აღინიშნა, რომ საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის არსებული ეფექტიანი თანამშრომლობის ყველა მიმართულებით კიდევ უფრო განვითარება მნიშვნელოვანია ასევე რეგიონის სტაბილური და მდგრადი განვითარებისთვის.
მოგვიანებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილსა და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ნიკოლ ფაშინიანს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. საუბარი სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ინიციატივით გაიმართა.
ნიკოლ ფაშინიანმა ირაკლი ღარიბაშვილს აზერბაიჯანის რესპუბლიკასა და სომხეთის რესპუბლიკას შორის მორიგ სამხედრო გამწვავებასა და დაპირისპირების შედეგად შექმნილ ვითარებაზე ინფორმაცია მიაწოდა.
ირაკლი ღარიბაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ მხარეები მოლაპარაკებების მაგიდას დაუბრუნდებიან და ვითარება მშვიდობიანი გზით გადაიჭრება.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მზადყოფნა, განახორციელოს აქტიური მედიაცია რეგიონში დეესკალაციისა და მშვიდობისათვის.
ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი, ლევან დავითაშვილი ამბობს, რომ „უახლოეს ხანებში, საქართველოს, აზერბაიჯანს, უნგრეთსა და რუმინეთს შორის მოხდება შეთანხმება, რომ ეს რამდენიმემილიარდიანი პროექტი ერთობლივად განახორციელონ.
„ეს არის პროექტი, რომელსაც რეგიონული და საერთაშორისო მნიშვნელობა გააჩნია და ამ პროექტში უკვე დაინტერესებული მხარეებიც გვყავს. ასეთია აზერბაიჯანი, რომელთანაც ენერგეტიკულ სფეროში მჭიდრო თანამშრომლობა გაგვაჩნია... ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანია, რომ მინიმუმ [გაერთიანების] ორი წევრი ქვეყანა იყოს პროექტში ჩართული და ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს საკმაოდ კარგი დიალოგი რუმინელებთან და უნგრეთის ხელისუფლების უმაღლესი პირის [პრემიერი ორბანი] მიერ პირდაპირ იქნა დადასტურებული, რომ მათაც სტრატეგიულ პროექტად მიაჩნიათ. დღეს სახეზე გვაქვს ოთხმხრივი თანამშრომლობა“, - თქვა დავითაშვილმა.
რეჟისორ გოგა ხაინდრავას შეფასებით, საქართველო არის ეს არის ერთადერთი დამოუკიდებელი ქვეყანა რეგიონში, არა მხოლოდ რეგიონში, არამედ აღმოსავლეთ ევროპაში, ვინც გაბედა დამოუკიდებლად, თავისი ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედება.
მისივე თქმით, ჩვენი ქვეყანა დღეს გახდა მოთამაშე. აქამდე არასდროს ყოფილა. აქამდე იყო ღილაკს დააჭერდნენ, ნულანდი დარეკავდა ვაშინგტონიდან, აქ ეტყოდნენ მთავრობაში, ასე და ისე ქენითო. დღეს აქ უთხრეს, რომ ასე აღარ იქნება.
„ყველასთვის გასაგებია, რომ ის უამრავი გზა, რაც აქამდე გადიოდა რუსეთით, უკრაინით, ბელარუსით დამთავრდა, ეს გზები აღარ აკავშირებს ერთმანეთთან დასავლეთსა და აღმოსავლეთს. ერთადერთი გზა, რომელიც აქეთ დარჩა, ჩვენზე გადის, ამიტომ ჩვენი მნიშვნელობა ძალიან გაიზარდა და ამ მნიშვნელობის გაზრდას სჭირდება მოქმედება. ამ მოქმედებას ახორციელებს ზუსტად ირაკლი ღარიბაშვილი, ჩვენი ხელისუფლება. იმყოფებოდა ყაზახეთში, ტაჯიკეთში, აზერბაიჯანთან ურთიერთობა, საამიროებში, ევროპაში, უნგრეთში. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ქვეყანა დღეს გახდა მოთამაშე. აქამდე არასდროს ყოფილა. აქამდე იყო ღილაკს დააჭერდნენ, ნულანდი დარეკავდა ვაშინგტონიდან, აქ ეტყოდნენ მთავრობაში, ასე და ისე ქენითო. დღეს აქ უთხრეს, რომ ასე აღარ იქნება. მსოფლიოში დამთავრდა ეს, მარტო ჩვენ ამას ვერ გავაკეთებდით ალბათ, მაგრამ ვითარება სწორად არის გაანალიზებული და დანახული, რომ ახლა არის დრო, თვითმყოფადობა, სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა განმტკიცდეს. ეს შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც არის თანხვედრა საზოგადოების მოთხოვნის და ამ მოთხოვნის შესრულების უნარისა და სურვილის ხელისუფლებაში. ამ თანხვედრამ შექმნა აბსოლუტურად ახალი გეოპოლიტიკური ველი ჩვენი ქვეყნის გარშემო“, - ამბობს გოგა ხაინდრავა.
საამიროებში ვიზიტის დროს, განხილული იყო ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები. შეთანხმების ფარგლებში შესაძლებელი გახდება, რომ წახალისდეს საქართველოში ინვესტიციები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკისთვის.
ლევან დავითაშვილი ამბობს, რომ ქართლმა მხარემ წარმატებით დაასრულა მოლაპარაკების პირველი რაუნდი სექტემბერში, რომელიც გულისხმობს ორ ქვეყანას შორის საყოველთაო ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების გაფორმებას. ახლა უკვე შესაძლებელია, მეორე რაუნდის დასრულების შემდეგ, ასეთი შეთანხმება გაფორმდეს ქვეყნებს შორის, რაც მოიცავს მათ შორის თავისუფალი ვაჭრობის საკითხებს, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
„ამ შეთანხმების ფარგლებში, ჩვენ გვექნება საშუალება, რომ წახალისდეს ინვესტიციები საქართველოში, რა თქმა უნდა, ესაა ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის, იმიტომ რომ ემირატები ერთ-ერთი განვითარებული ქვეყანაა, 400 მილიარდიანი ეკონომიკაა, ეკონომიკა, რომელიც განიცდის ტრანსფორმაციას და უფრო და უფრო ინოვატორული ხდება. საქართველოც ძალიან დინამიურად ვითარდება, და ვფიქრობ, რომ პოტენციალი ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობისა საკმაოდ დიდია და ამ შეთანხმების ფარგლებში ჩვენ მოვახერხებთ რეალური, კონკრეტული, ხელშესახები შედეგების დადებას, რაც წაადგება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას,“- აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტთან პრემიერ-მინისტრის შეხვედრა შეაფასა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ირაკლი ღარიბაშვილმა არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტთან განიხილა პოტენციური პროექტები, რომელიც შესაძლოა ორმა ქვეყანამ განახორციელოს.
“პრემიერმა ასევე ქვეყნის პრეზიდენტთან განიხილა ის მნიშვნელოვანი პოტენციური პროექტები, რომელიც შეიძლება ორმა ქვეყანამ განიხილოს და გაანხორციელოს. ვფიქრობ, ეს ვიზიტი განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელი იქნება და ორმხრივ ეფექტს მოიტანს ჩვენს ურთიერთობებში“, - აღნიშნა ილია დარჩიაშვილმა.
„ვიზიტის პირველი შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გამართა ქვეყნის პრეზიდენტთან. შეხვედრაზე განხილული იყო ქვეყნებს ორმხრივი პოლიტიკური დიალოგის მნიშვნელობა და მისი გაღრმავების აუცილებლობა. ასევე, საკითხი შეეხებოდა ორ ქვეყანას შორის არსებული ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელობას, მიმდინარე მოლაპარაკებებს თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების შესახებ, რომელიც იქნება ახალი და მნიშვნელოვანი იმპულსი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების და გაძლიერების“, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა.
პრემიერის ვიზიტი შეფასების გარეშე არ დაუტოვებია რეზო მიშველაძეს, რომელიც ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ სტაბილური, მშვიდი მდგომარეობა იყოს.
მისივე თქმით, ქვეყნის პრემიერი ღარიბაშვილი ხვდება სხვადასხვა ქვეყნების ლიდერებს, ან იწვევს მათ საქართველოში და ეძებს გზას ენერგეტიკული დერეფნისთვის, რომ არ გაიყინოს ჩვენი მეგობარი ევროპა.
„რკინის ქალამნები აქვს ჩაცმული ირაკლი ღარიბაშვილს და დადის სხვა და სხვა ხელისუფალთან ან აქეთ იწვევს, იმისთვის, რომ გამოვნახოთ ენერგეტიკის ალტერნატიული გზები. გაიაროს საქართველოზე, ოღონდ არ გაგვეყინოს ევროპა, თორემ გაყინული ევროპა რას მოიმოქმედებს კაცმა არ იცის“ - ამბობს რეზო მიშველაძე.