პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ექსპერტი გია აბაშიძე „პრაიმტაიმთან“ საუბრისას ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის უცხოეთში ბოლო დროინდელ ვიზიტებს აფასებს. როგორც აბაშიძე აღნიშნავს, გავლენიან ფიგურებთან ღარიბაშვილის აუდიენცია მოწმობს, რომ ქვეყანა ევროპისკენ კიდევ უფრო მიისწრაფვის.
„პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბოლო რამდენიმე თვეში იყო ბრიუსელში, ვენაში, ბერლინში, ბუდაპეშტში, ის იყო ცენტრალური აზიის დედაქალაქებში და აქ მოიხაზა ზუსტად ის სტრატეგიული მიმართულება, რაც საგარეო პოლიტიკას ახასიათებს, ეს არის, რომ ჩვენ ვართ ინტეგრირებული და მივისწრაფვით ევროპისკენ, მაგრამ ამავდროულად, ვასრულებთ იმ მნიშვნელოვანი ჰაბის ფუნქციას, რასაც ჰქვია ტრანსკასპიური დერეფნის გავლება სამხრეთ კავკასიაზე და კერძოდ, საქართველოზე.
მე ძალიან არასერიოზულად ვუყურებ იმ კონტრპროპაგანდას, როდესაც ამბობენ, რომ ირაკლი ღარიბაშვილი და „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არ არის მიღებული ევროპაში და ის მხოლოდ აზიის ქვეყნეში დადის, ეს ასე არ არის.
იმის გარდა, რომ საქართველო იძენს მეტ ფუნქციასა და დატვირთვას, არა მხოლოდ ევროინტეგრაციის თვალსაზრისით, არამედ აღმოსავლეთ-დასავლეთ შუა დერეფნის განვითარების თვალსაზრისით, აშკარად ჩანს, რომ საქართველო გახდა ერთგვარი სამშვიდობო ცენტრი, ჰაბი, რომელიც არის მომლაპარაკებელი ხიდი მოქიშპე აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის“,- განაცხადა აბაშიძემ.