პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ რეზო მიშველაძე საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს აფასებს და ამბობს, რომ თუ საქართველოს ხელისუფლება 12-პუნქტიან გეგმას ვერ შეასრულებს, ეს მხოლოდ ოპოზიციას გაუხარდება.
მიშველაძის თქმით, საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ სტაბილური, მშვიდი მდგომარეობა იყოს.
მისივე თქმით, ქვეყნის პრემიერი ღარიბაშვილი ხვდება სხვადასხვა ქვეყნების ლიდერებს, ან იწვევს მათ საქართველოში და ეძებს გზას ენერგეტიკული დერეფნისთვის, რომ არ გაიყინოს ჩვენი მეგობარი ევროპა.
„რკინის ქალამნები აქვს ჩაცმული ირაკლი ღარიბაშვილს და დადის სხვა და სხვა ხელისუფალთან ან აქეთ იწვევს, იმისთვის, რომ გამოვნახოთ ენერგეტიკის ალტერნატიული გზები. გაიაროს საქართველოზე, ოღონდ არ გაგვეყინოს ევროპა, თორემ გაყინული ევროპა რას მოიმოქმედებს კაცმა არ იცის“ - ამბობს რეზო მიშველაძე.