The NYT OpenAI-სა და Microsoft-ს ჩათ-ბოტების სწავლისთვის მათი სტატიების გამოყენების გამო უჩივის

The NYT

The New York Times OpenAI და Microsoft-ი საავტორო უფლებების დარღვევაში დაადანაშაულა და კომპანიებს სასამართლოში უჩივლა. გაზეთში ამტკიცებენ, რომ კომპანიები თავისი ჩათ-ბოტების, მათ შორის ChatGPT-ის სწავლებისთვის მათ სტატიებს უკანონოდ იყენებდნენ.

გაზეთის სარჩელში საკომპენსაციო თანხა დაკონკრეტებული არ არის, მაგრამ აღნიშნულია, რომ კომპანიებმა პასუხისმგებლობა უნდა აიღონ მილიარდობით დოლარის ოდენობის ზარალზე, რომელიც გამოცემას მისი მასალების უკანონო გამოყენების გამო მიადგა.

სარჩელში ასევე აღნიშნულია, რომ NYT-ს სტატიებით ნასწავლი ბოტები ახლა კონკურენციას უწევენ საინფორმაციო სააგენტოებს, რის გამოც გაზეთი თავისი სტატიებით ნასწავლი ყველა ჩათ-ბოტის განადგურებას ითხოვს.

გაზეთი ასევე აზუსტებს, რომ OpenAI-სა და Microsoft-ს ამ საკითხთან დაკავშირებით ჯერ კიდევ გაზაფხულზე მიმართა, თუმცა მათ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.