31 მაისს, დილით მეტეორული წვიმა იქნება - ნახეთ, რა არის და როგორ უნდა ამოიცნოთ ის

meteo

მეცნიერების პროგნოზით, 31 მაისს, ადრე დილით ცაში ძლიერი მეტეორული წვიმა იქნება, რომელიც დაახლოებით, წამში 72 კმ სიჩქარით იმოძრავებს და დაახლოებით, ერთ საათში 1 400 მეტეორი გაიფრენს. წინასწარი პროგნოზით, იშვიათ წვიმას ადამიანები ცაზე თეთრი, მანათობელი ზოლების სახით იხილავენ. 

ამ ინფორმაციას უცხოური სამეცნიერო ვებგვერდი აქვეყნებს. 

რა არის მეტეორული წვიმა და როგორ უნდა ამოვიცნოთ ის ცის შეხედვისას, ამაზე მოკლე ინფორმაციას "პრაიმტაიმი" გთავაზობთ:

რა არის მეტეორული წვიმა?

სპორადული მეტეორები ნაწილაკების შემთხვევითი ნაზავისგან შედგება, რომლებიც როგორც კომეტების, ასევე ასტეროიდების მიერ გამოიყოფა. თუმცა, ზოგჯერ დედამიწა პერიოდული კომეტის ორბიტის გასწვრივ მიმოფანტულ ჭუჭყიან ნამსხვრევების ნაკადს ხვდება, შემდეგ კი ჩვენს პლანეტაზე  ნაწილაკების მაღალი კონცენტრაცია ძლიერდება, რომლებიც მოკლე დროში მეტეორული წვიმის სახით მოდის.

სხვა ყველა ხილული ციური სანახაობიდან მეტეორული წვიმა საზოგადოების ინტერესს უფრო მეტად იპყრობს და ადვილი გასაგებია -  რატომაც:

მეტეორული წვიმა საკმაოდ პროგნოზირებადია და ყოველწლიურად დაახლოებით, ერთსა და იმავე დროს მოდის; კოსმოსური კლდეები სინათლის უეცარ, თეთრ და მკაფიო ზოლებს ქმნიან, როდესაც ისინი დედამიწის ატმოსფეროს ეჯახებიან.

როგორ ამოვიცნოთ მეტეორული წვიმა?

ასტრონომების ერთ ნაწილს მიაჩნია, რომ წლევანდელი მეტეორული წვიმა შეიძლება ჯერ კიდევ 1995 წელს დაშლილი კომეტის ნარჩენები იყოს.

მეორე ნაწილის აზრით, ეს იმ კომეტის შემდგომი დაშლის კვალია, რომელიც 2006 წელს დაფიქსირდა.

Sky & Telescope პროგნოზირებს, რომ ჩვეულებრივ სუსტ ტაუ ჰერკულიდებს და ლეონიდებს  შეუძლიათ დრამატული აფეთქებები მოახდინონ.

ცნობiსთვის, ყოველდღიურად დედამიწა დაახლოებით, 25 მილიონი ბიტი პლანეტათაშორისი ნამსხვრევებით "იბომბება", რაც ჯამში 100 ტონაზე მეტ მტვერს და ქვიშის ზომის ნაწილაკებს შეადგენს. კოსმოსური ქანების ეს ფრაგმენტები დედამიწის ზედა ატმოსფეროს 20-დან 45 მილის (30-დან 70 კმ-მდე) წამში სიჩქარით ურტყამს, რაც სინათლის მომენტალურ ზოლებს ქმნის. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი მეტეორი საკმარისად კაშკაშად და დედამიწასთან ახლოს ჩანს, სინამდვილეში ისინი ძალიან მაღლა, 50-დან 75 მილამდე (80-დან 120 კმ-მდე) სიმაღლეზე ჩნდებიან.

ბევრი ფიქრობს, რომ მეტეორი წარმოიქმნება იმის გამო, რომ ნაწილაკი "იწვის". მაგრამ რეალურად ხახუნი ჰაერის მოლეკულებთან ბილიკის გასწვრივ ციმციმად ათბობს ნაწილაკებს და მის უშუალო გარემოს ათასობით გრადუსამდე. ჰაერის მოლეკულები სულ რაღაც წამის მეასედში გაცივდებიან და ასხივებენ შუქს. (დააწკაპუნეთ აქ სიღრმისეული განმარტების წასაკითხად.)