პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ცნობილი ქართველი ნეკრომაგი, მია როდსი, რომელიც სასაფალოს მაგიით არის დაკავებული, რუსთავი 2-ის ეთერში, გადაცემა "ღამის პრაიმ-თაიმში" ამბობს, რომ ის ორივე ძალას - ბნელ და ნათელ ძალებს ემსახურება. მისი თქმით, ვისზეც მაგიური ზემოქმედება ნეკრომაგიით გაკეთდა, ისევ სასაფლაოზე უნდა განიწმინდოს.
"ნეკრომაგი ესაა ადამიანი, ვინც სასაფლაოს ტერიტორიაზე მუშაობს, ვადგენთ ადამიანს რა უჭირს და რა სჭირდება. როდესაც ვიღაც ნეკრომაგიით ანუ სასაფალოს მაგიით არის დაზარალებული, სჭირდება გამოლოცვა.
შესაძლოა, ადამიანი წინა რეინკარნაციაში თავად მიმართავდა მაგიას და ახლა, ამ ცხოვრებაში თავად დაუბრნდა და ვიღაცამ ჯადო გაუკეთა.
ერთი ან ათი საფლავის ენერგია არ არის საკმარისი ადამიანს გამანადგურებელი დარტყმა ჰქონდეს. შეიძლება არაფერი ჩამარხო, მაგრამ ლოცვის წაკითხვით მაგიის ზემოქმედებისგან განწმინდო.
მე მოხსნაც შემიძლია და გაკეთებაც. მსუბუქ ჯადოებზე არ ვმუშაობ, თუ ვმუშაობ მაშინ, ეს დამანგრეველია და ზემოქმედება ვისზეცაა ვეხმარები.
წამყვანის კითხვას, ვინ და რატომ მიმართავს ჯადოს, მია როდსი ასე პასუხობს:
"თუ ადამიანი ძალიან უსამართლოდ მსხვერპლი გახდა, შურს არ იძიებს?" - ამბობს მია.
ნეკრომაგი აცხადებს, რომ რამდენიმე თვის წინ კლინიკური სიკვდილის დროს მან ის ძალები იხილა, რომლებსაც ემსახურება.
"ნოემბერში კლინიკური სიკვდილი გადავიტანე, მე-9 საავადმყოფოში გაჩერებული გულით შემიყვანეს. მაშინ, ყველა ძალა ვნახე, რასაც ვემსახურები - მე ორივე ძალას, ბნელს და ნათელს ვემსახურები." - ამბობს ნეკრომაგი.