ვინ არის ბიჭი, რომელიც თბილისში ავარიას ემსხვერპლა
1746875274
ქუთაისში ტრაგიკულად დაღუპული ახალგაზრდა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდარის მცხოვრები სალომე ბერაძეა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.
“სოფელს აღარ ჰყავს, ახალგაზრდა, სიცოცხლით, სიკეთითა და ადამიანობით გამორჩეული, ყველასათვის საყვარელი, სალომე ბერაძე.
სალომემ ტრაგიკულად დატოვა ეს წუთისოფელი. რთულია სიტყვებით გადმოსცე ის ტკივილი, რასაც ამ მძიმე ამბის შემდეგ განვიცდით. ხიდრის ადმინისტრაციული ერთეულის სახელით, გამოვხატავთ ღრმა მწუხარებას და თანაგრძნობას ვუცხადებთ სალომეს მშობლებს, ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებს და სოფელ ხიდარს. მარადიული ხსოვნა მის ნათელ სულს”, – წერენ სოციალურ ქსელში.
ქუთაისში, მდინარე რიონში ახალგაზრდა ქალის ცხედარი 9 მაისს იპოვეს. სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.