საპატრიარქოს უწყებანი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

გლოვა

საპატრიარქოს უწყებანი სოციალურ ქსელში სამძიმრის წერილს ავრცელებს.

„ამა წლის 7 მაისს გარდაიცვალა ვაზიანის წმინდა მოციქულ ანდრია პირველწოდებულის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენი ვარაქიელი (ვარდუკაძე).

იღუმენი ვარაქიელი დაიკრძალება შაბათს, 10 მაისს, 14:00 საათზე ამავე მონასტერში.

მწუხარებას გამოვთქვამთ იღუმენ ვარაქიელის გარდაცვალების გამო და თანავუგრძნობთ გარდაბნისა და მარტყოფის ეპარქიას, მონასტრის საძმოს, განსვენებულის ოჯახსა და ახლობლებს.

უფალმა სავანესა მართალთასა დაამკვიდროს მისი უკვდავი სული. გთხოვთ, ლოცვებში მოიხსენიოთ ახლად შესვენებული იღუმენი ვარაქიელი“, - ნათქვამია სამძიმრის პოსტში.