"ერთი ღამის ჯადო", "ჯადო სასიყვარულო სამკუთხედებისთვის" და მაგია, რომლისთვისაც ცნობილ ექსტრასენს სოლიდურ ფულს, მანქანას და ბინას სთავაზობენ

jado

ცნობილი ექსტრასენსი, ალექსანდრე ბილიხოძე ე.წ. სასიყვარულო მაგიაზე "პრაიმტაიმს" ესაუბრა. როგორც ის ამბობს, ეს ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მომსახურებაა, რომლებსაც საზოგადოების დიდი ნაწილი მაგებისგან მოითხოვს. 

ალექსანდრეს საკმაოდ ხშირად და ბევრი მამაკაცი სთხოვს, სასიყვარულო მაგიის გამოყენებით "ერთი ღამის" ჯადო დაუმზადოს, რათა ქალები, რომლებიც მათ სექსუალურ ურთიერთობაზე უარს ეუბნებიან, დაიყოლიონ. ასევე, სასიყვარულო მაგიის ფარგლებში, ქმრები ცოლებისთვის ისეთი ზეგავლენის საშუალებას ანუ ჯადოს სთხოვენ, რომლის გამოყენებითაც, კაცები "გულაობას" შეძლებენ. 

ექსტრასენსი ამბობს, რომ ხელოვნური ჩარევა ურთიერთობებში გამოუსწორებელია და შედეგი ძალიან მოკლეა. ის ამბობს, რომ ჯადოს გაკეთება იცის, მაგრამ ამ ცოდნას არასოდეს იყენებს, რადგან ეს ძალიან დიდი ცოდვაა, როგორც გამკეთებლისთვის, ისე - დამკვეთისთვის.  

"ძალიან ხშირად ჩემთან თხოვნით მამაკაცები მოდიან და კაცების მომართვიანობა საკმაოდ მაღალია, მათ ძირითადად ორი სახის ჯადოს დამზადება უნდათ - "ერთი ღამით" ქალები რომ ჰყავდეთ და ცოლები ამ სასიყვარულო სამკუთხედების გამო არ დაშორდნენ. 

მოდიან და მეუბნებიან, ამა და ამ გოგომ სექსუალურ ურთიერთობაზე უარი მითხრა, ჯადო დამიმზადე, რომ საყვარლად გავიხადოო. ასევე, მთხოვენ, ცოლებისთვის ისეთი ზეგავლენის საშუალება მივცე, რომლითაც მათ არასოდეს გაშორდებიან და ოჯახებში დარჩებიან. 

მე ჯადოს გაკეთება ვიცი. ყველამ იცის, ვინც ჯადოს მოხსნაზე მუშაობს. თუმცა, არასოდეს არავისთვის არაფრის ფასად ჯადო არ გამიკეთებია, ეს ძალიან დიდი ცოდვაა და მინდა მათ ვუთხრა, ვინც ფიქრობს, რომ სასიყვარულო მაგია არაფერია და გამართლებულია - ნებისმიერი ჯადო დროებითია, მოხსნადია და არ ღირს აურის ამ გზით დაბინძურება, კარმული ვალის დაგროვება და დიდ ცოდვაში ყოფნა. 

ჯადოს დამკვეთებისთვის უარი მითქვამს ათასობით დოლარზე, ძვირად ღირებულ მანქანაზე, კომფორტულ სახლზე და სხვა ამგვარ "სიკეთეებზე", რომლებიც მატერიალურია, მაგრამ ჩემი სულისა და კარმისთვის მომაკვდინებელი."  - ამბობს ალექსანდრე ბილიხოძე.