1746938520
"რუსთავი 2-ის" ინფორმაციით, სამართალდამცველებმა "რატის ბარში" მომხდარი მკვლელობის ფაქტზე 1 პირი დააკავეს

პოლიციამ თბილისში, "რატის ბარში" მომხდარი მკვლელობა გახსნა - "რუსთავი 2-ის" ინფორმაციით, დაკავებულია ერთი პირი. ინფორმაციას დადასტურებას და დამატებით დეტალებს "რუსთავი 2" შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.
ცნობისთვის, დანაშაული ბარში გამთენიისას მოხდა. ადგილზე ამ დროისთვის საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. როგორც ცნობილია, ახალგაზრდა მამაკაცს ჭრილობები ცივი იარაღით მიაყენეს. დანაშაულის მოტივი ამ ეტაპზე უცნობია.
როგორც "რუსთავი 2-ს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 108-მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.