„ვერ ვიჯერებდი, ასეთი ბედნიერი ჯერ არ ვყოფილვარ...“ - „გურჯაანელი კალასის“ ცხოვრებაში სიახლეა

tina

მეგაშოუ "ნიჭიერის" აღმოჩენა, "გურჯაანელი კალასი" - თინათინ ბასოშვილი თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტი გახდა. თინათინი სრული დაფინანსებით, 100-პროცენტიანი გრანტით ჩაირიცხა.

მომღერალი თავის ემოციებს "პრაიმტაიმის მკითხველს უზიარებს და გეგმებსაც ანდობს.

თინათინ ბასოშვილი: ჩემი ბავშვობის ოცნება ავიხდინე და ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ დასახულ მიზნებს მივაღწიო. ამისთვის მხოლოდ დაუღალავი შრომა და სწავლა არ კმარა.

ჩემ წარმატებაში დიდი წვლილი შეიტანეს ქალბატონმა თამარ ივერმა და კულტურის სამინისტრომ. რომ არა ისინი, მე ვერ შევძლებდი ამ მოკლე დროში ისეთი მაღალი დონის განათლების მიღებას, რომელმაც ამ შედეგამდე მომიყვანა. ამისთვის მადლობელი ვარ და მეტი პასუხისმგებლობით ვეცდები დამსახურება არ დავუკარგო და იმედები გავუმართლო მათ.

როცა გამოცდები ძალიან მაღალი შედეგებით დავასრულე, მე თვითონ ვერ ვიჯერებდი, ასეთი ბედნიერი ჯერ არ ვყოფილვარ. მეუბნებიან რატომაც არა, უნდა გქონოდა 100%-იანი გრანტის მოლოდინიო, მაგრამ  საკუთარი თავის მიმართ იმდენად კრიტიკული ვარ, სწავლა ჩემთვის საკმარისი არასდროს იქნება. მუდმივად განვითარებისკენ მივისწრაფვი.

წელს პარალელურად ჯიპაშიც ვსწავლობდი, პოლიტიკის მეცნიერებებზე. ვცდილობ მაქსიმალურად განვავითარო ჩემი შესაძლებლობები და ამით, ალბათ, არასდროს დავიღლები. მიხარია, რომ დღეს ქვეყანაში სტუდენტებისთვის სრულფასოვანი განათლების მიცემა პრიორიტეტია და ამის ნათელი მაგალითია ქალბატონ თეა წულუკიანის პროექტები ახალგაზრდა ხელოვანების განათლების ხელშეწყობასთან დაკავშირებით.

სწავლას სექტემბერში ვიწყებ, სრული დაფინანსებით და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, რაც უფრო დიდი მოტივაცია და დიდი იმედია, რომ დასახულ მიზანს მალე მივაღწევ. ჩემი მიზანი კი ყველასთვის ცნობილია, დიდი სცენა და ხალხის სიყვარული. ისეთივე სიყვარული, როგორიც მე მაქვს მათ მიმართ. ყოველთვის ჩემი ქვეყნის, საყვარელი მსმენელის და ხალხის სამსახურში!

დიდი მადლობა თქვენ და "პრაიმტაიმს" ყურადღებისთვის...

 

ასევე დაგაინტერესებთ: 

 Exclusive: "ბოლოს არ ახსოვდა არაფერი, მაგრამ ახსოვდა "სუხიშვილები", ყველა დეტალით..." - ლეგენდარულ ომარ მხეიძის უკანასკნელ დღეებზე შვილიშვილი გვიყვება

"არსებობს სუნები, რომლებიც რაღაცას გახსენებენ. ნამდვილი სუნები, როგორიცაა ბალახის, თივის, პურის..." - რეზო გაბრიაძე 87 წლის გახდებოდა

ქვეყნდება პირველად - "ლიკა კრაბის სალათით გამიმასპინძლდა და..." - რა ფოტოსა და ისტორიას აქვეყნებს მსახიობის მეგობარი

"ჩიორას" შემდეგ ისევ ზღვაზე - 37 წლიანი პაუზით "მარი" კინოს უბრუნდება

,,მაგრძნობინებს, რომ ჩემთანაა. ვგავარ, თუმცა ის ჩემზე ბევრად კეთილი იყო... მამა, პირობა შევასრულე..." - ზურა ბაკურაძის გარდაცვალებიდან ორი წელი გავიდა