პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
მაშველები, რომლებიც რაჭაში, სტიქიის ზონაში 3 აგვისტოს შემდეგ მუშაობენ, უმძიმეს დღეებზე ჰყვებიან.
მათ, რთულ სამუშაოსთან ერთად, ადგილზე ნანახ ტრაგედიასთან და ემოციებთან გამკლავებაც უწევთ...
სახანძრო სამაშველო ძალების ოფიცერი კობა კურტანიძე, შოვში გატარებულ მძიმე დღეებზე ჰყვება.
,,როდესაც გარდაცვლილი ბავშვი ვიპოვეთ, იმდენად ემოციური იყო ჩემთვის, რომ ვტიროდი... თვალზე ცრემლი მომადგა და ძალიან ემოციურად გადავიტანე ეს ყველაფერი.
მაგრამ ვაანალიზებთ, ჩვენ ვჭირდებით გარდაცვლილების ოჯახს და ნათესავებს, ცრემლიანი თვალებით გველოდებიან, რომ მიცვალებული მაინც ჩავაბაროთ.
ყველაზე მძიმე სიტუაცია იყო, როდესაც 9 წლის ბავშვი ამოვიყვანეთ და მამა ელოდებოდა გარდაცვლილ მესამე შვილს...
აღარ მინდა, პროფესიაში მსგავსი შემთხვევა განმეორდეს", - ამბობს კობა კურტანიძე.
ასევე ნახეთ:
,,ასეთი მინდა მახსოვდეს შოვი..." - დავით ჯელაძე სტიქიამდე გადაღებულ კადრებს აქვეყნებს
შოვში, დღეს ნაპოვნი ერთ-ერთი ცხედარი ქეთევან ლობჟანიძეს ეკუთვნის