ქვეყნდება პირველად - "ლიკა კრაბის სალათით გამიმასპინძლდა და..." - რა ფოტოსა და ისტორიას აქვეყნებს მსახიობის მეგობარი

lika

"ლიკა სიგარეტით" - ფოტო ქვეყნდება პირველად და პატარა ამბავი, თუ როგორ გადავუღე ეს ფოტო", - წერს ფეისბუქზე რეჟისორი შოთა კალანდაძე და ლიკა ქავჟარაძის უცნობ ფოტოს აქვეყნებს.

შოთა მსახიობთან მეგობრობდა. მან ცოტა ხნის "პრაიმტაიმს" გულახდილი ინტერვიუ მისცა, სადაც თქვა, რომ მათ უფრო მეტი აკავშირებდათ, ვიდრე ჩვეულებრივი მეგობრობა... თუ ლიკაზე შეყვარებული შოთას ინტერვიუ დაგაინტერესებთ, აქ დააწკაპუნეთ...

კალანდაძე კი ამ ფოტოს ისტორიას იხსენებს.

შოთა კალანდაძე: როგორც მახსოვს, 1998 წლის, თუ არ ვცდები, სექტემბრის დასაწყისი იყო. ლიკასთან სტუმრად მივედი. ის დედამთილის, ნანა დიმიტრიადის ბინაში ცხოვრობდა იმ პერიოდში, რადგან მას ბინა გაქირავებული ჰქონდა, რომელიც რამდენიმე სართულით ქვევით იყო იმავე სახლში.

ლიკა გამიმასპინძლდა მისი გაკეთებული "კრაბის სალათით", რომელიც მერე არა ერთხელ გამისინჯავს მასთან. ეს კერძი ძალიან გემრიელი გამოსდიოდა. მე ვკითხე, რას უშვრები ისეთს, რომ ასეთი განსხვავებული გემო აქვს, ვიდრე სხვებისას-მეთქი. მახსოვს, დაუფიქრებლად მიპასუხა - იმიტომ, რომ ორი მაიონეზის დამატება უნდა, სხვები კი ერთს უმატებენო.

სამზარეულოდან დიდ ოთახისკენ და ლოჯისკენ წავედით, სადაც ის მეგობრებს იღებდა ხოლმე. როიალზე დავინახე იდო უჩვეულო ფორმის ფოტო აპარატი და ვკითხე, ეს რა სხვა ფორმა აქვს-მეთქი. ლიკამ მითხრა, ეს ერთჯერადი ფოტო აპარატია - პრიმაკოვი იყო საქართველოში, ჩვენც გვესტუმრა (პრიმაკოვი მაშინდელი რუსეთის პრემიერ მინისტრი იყო, რომელიც ლიკას დედამთილის, ნანა დიმიტრიადის ნათესავი იყო) და მან გვაჩუქა ეს აპარატიო. სამი ცალია, ამას კი შენ გაჩუქებო და... ეს ფოტოც მაშინ გადავიღე.

ასევე დაგაინტერესებთ:

„გიჟივით ავვარდი სახლში! გარდაცვლილი ისე საცოდავად იწვა საწოლში... ბოლო ფოტო გადავუღე...“ - ზაზა კოლელიშვილი ლიკა ქავჟარაძეზე

"ლიკა იყო ჩემი ნამდვილი სიყვარული... ცოლად ვერ მოვიყვანე და..." - მხატვრის აღიარება, რომელიც ლიკა ქავჟარაძის სიყვარულმა რეჟისორად აქცია

Exclusive:„ორ-სამჯერ შემომილაწუნა, თან საკმაოდ ძლიერად...“ - როგორ ცხოვრობს და რას საქმიანობს „ნატვრის ხის“ გამორჩეული პერსონაჟი