მედიაში გავრცელდა კადრები, რომელიც შონ DIDDY კომბსის დაკავებამდე ერთი საათით ადრეა გადაღებული
1727950620
„ფილმში დარწმუნებულნი ვართ, თუმცა მოკლე დროში, მისი ასეთი აღიარება შოკში გვაგდებს“ - აგვისტოში უთხრა „პრაიმტაიმს“ „ტყვიის“ პროდიუსერმა და ერთ-ერთმა მთავარი როლის შემსრულებელმა, გიორგი აზნაურმა.
მაისში გამოსული დრამა უკვე რამდენიმე მსხვილი კინოფესტივალის მთავარი პრიზის მფლობელია, გუშინ კი, ფილმის ოთხკაციანი გადამღები ჯგუფი ესპანეთიდან დაბრუნდა.
ესპანეთის ქალაქ მარბელას საერთაშორისო კინოფესტივალის შორთლისტში მოხვედრილი „ტყვია“, ოქტომბრის დასაწყისში, იქაური აუდიტორიისთვის ყურადღების მიღმა დარჩებოდა, რომ არა გადამღები ჯგუფის გამგზავრების დაფინანსება. ეს კი კომპანია „შატო ზეგაანმა“ (დავით ტატულაშვილის უშუალო მხარდაჭერით) ითავა, რომლის დაფინანსებითაც, ესპანეთში გამგზავრებამდე დაარსდა საპროდიუსერო ცენტრი - „ვითის ფროდაქშენი“, „ტყვია“ სწორედ ამ ცენტრის სახელით იყო ფესტივალზე წარდგენილი.
მარბელას კინოთეატრში, კინოფესტივალი „ტყვიამ“ გახსნა. და რაც მთავარია, ქართული ფილმი „საუკეთესო რეჟისორის“ ნომინაციაში ორ ფილმთან ერთად დასახელდა.
აღსანიშნავია ის, რომ ფილმი ხათუნა ვაშაძისთვის სადებიუტო ნამუშევარია, მას კი უკვე ასეთი წარმატებები ხვდა წილად.
„პრაიმტაიმის“ მკითხველს თავის შთაბეჭდილებებს მარბელადან ახლად დაბრუნებული შემოქმედებითი ჯგუფი უზიარებს.
გიორგი აზნაური, პროდიუსერი, მსახიობი: დავიწყებ იმით, რომ ქართული გადამღები ჯგუფი პირველად მოხვდა მარბელას საერთაშორისო კინოფესტივალზე.
ნომინაციაში „საუკეთესო რეჟისორი“, ჩვენს კონკურენტად იბრძოდნენ ფილმები, რომლებიც წარმოებული იყო დიდ ბრიტანეთში და თანაც უმსხვილეს კინოკომპანიებში. ჩვენ კიდევ, ჩვენი მწირი შესაძლებლობით შექმნილი ფილმით ვიბრძოდით. ეს ჩვენთვის უკვე დიდი გამარჯვებაა.
გამარჯვებაა ისიც, რომ ფესტივალის გახსნა „ტყვიით“ მოხდა.
გიორგი აზნაური: კინოფესტივალმა გადამღები ჯგუფები გამოწვევაში ჩაგვრთო. ერთ დღეში მცირე ქრონომეტრაჟიანი ფილმი უნდა გადაგვეღო. ერთი ლეპტოპი და ერთი კამერა გვქონდა, მაგრამ ერთის ნაცვლად ორი ფილმის გადაღება შევძელით! ფესტივალის ორგანიზატორები შოკში ჩავყარეთ და ჩვენი ნამუშევარი ისე მოეწონათ, რომ გალა დაჯილდოებაზე აჩვენეს. ფაქტობრივად, კონკურენტი არ გვყოლია. სხვები რომ ისვენებდნენ, ჩვენ ვმუშაობდით. და მოგვანიჭეს კიდეც ნომინაცია - „ყველაზე კრეატიულები“.
ჩვენი ფილმის დამდგმელმა ოპერატორმა, ბესარიონ კვარაცხელიამ იქიდან, ლეპტოპით, თბილისის სამონტაჟოში დაამონტაჟა ის პატარა ფილმები.
ბესარიონ კვარაცხელია, დამდგმელი ოპერატორი: - მე პროფესიით კინორეჟისორი ვარ, თუმცა „ტყვიაზე“, ხათუნა ვაშაძის თხოვნით, დამდგმელ ოპერატორად ვიმუშავე.
რაც შეეხება მარბელას კინოფესტივალის გამოწვევას, ღამე გავათენეთ და ერთის ნაცვლად ორი ფილმი წარმოვადგინეთ. და ჩვენი ნამუშევარი ამ „ჩელენჯის“ გამარჯვებულად დასახელდა.
მარბელას კინოფესტივალზე ყველაფერი ძალიან დონე იყო, ჰოლივუდური. დამსწრე საზოგადოება „ფერარიზე“ და „პორშეზე“ ნაკლები მანქანით არ მოსულა. ჩემებმა რომ დამირეკეს, ვუთხარი, რაც წლები მიმუშავია, ახლა მივხვდი, რომ ტყუილად არ ჩაუვლია-მეთქი.
თან პირველი ქართული გადამღები ჯგუფი ვიყავით მარბელას კინოფესტივალზე. თან მსოფლიოში ცნობილ მსახიობებს შორის რომ ვიყავით, ეს ყველაფერი ძალიან სასიამოვნო იყო. მით უმეტეს, იქ იყო - მოდით, ფოტო გადავიღოთ, სიგარა ერთად მოვწიოთ, ყავა დავლიოთო, გვთავაზობდნენ. ნამდვილად სასიამოვნო იყო.
მაგარი ხედით თენდებოდა და ღამდებოდა.
ამაყები ვიყავით იმით, რომ ჩვენი დაბალბიუჯეტიანი ფილმი ჩვენი კონკურენტი, მაღალ ბიუჯეტიანი ფილმების ნომინაციაში იყო მოხვედრილი. ეს დიდი წარმატებაა. იყო კონტაქტების გაცვლა. ეს ყველაფერი კი ჩვენს შემოქმედებით კარიერაში დიდი ნაბიჯია.
გიორგი აზნაური: ქალაქ მარბელას „ადამიანური რესურსების სამოთხე“ დავარქვი. მე იქ შეწუხებული და მოწყენილი ადამიანის სახე ვერ ვნახე. ყველა გიღიმის, შეკითხვაზე თავაზიანად გიპასუხებენ. აპარტამენტიდან „ისე რა“ ხასიათზე გასულს, ქუჩაში უკვე ისე გეცვლებოდა გუნება, რომ შენც ბედნიერდებოდი. დახმარებას გთავაზობენ, მანქანას გიჩერებენ. სიყვარულს აფრქვევენ. ყველა რგოლმა იცის თავისი საქმე. მილიონერების უბანში ვცხოვრობდით. ძალიან შთამბეჭდავი იყო იქაური გარემო.
გაგვეცნენ ქართველი ემიგრანტები, გვიგულშემატკივრეს და ქართულ რესტორანში წაგვიყვანეს. შევედით და „თბილისო“ რომ იმღერეს, ძალიან გულისამაჩუყებელი იყო. პატარა საქართველო მოგვიწყვეს, მადლობა მათ.
ამ ყველაფერში კი იქაური მხარდაჭერა ინგლისში მცხოვრებმა ნატალია სტიუარტ ფოქსმა და მისმა პლატფორმამ - „ქართული ფილმი საზღვრებს გარეთ“ გაგვიწია. სასიამოვნოდ დატვირთული და ნაყოფიერი დღეები გავატარეთ. ბედნიერები ვართ ამ ვოიაჟით. ვარსკვლავურად ვიშრომეთ.
რომ არა „შატო ზეგაანი“ და ბატონი დავით ტატულაშვილის მხარდაჭერა, ჩვენი ჯგუფი ესპანეთის კინოფესტივალზე ვერ მოხვდებოდა. მისი წვლილი ჩვენს ამ ვარსკვლავურ კვირეულზე შეუფასებელია. განსაკუთრებული მადლობა მას. საკუთარი საპროდიუსერო ცენტრიც მან გაგვიხსნა. ეს არის „ვითის ფროდაქშენი“, რომელიც სამომავლოდ ალბათ ბევრი ქართული კინოპროდუქციით გაგვაკვირვებს.
ფილმის მოგზაურობა 2023 წლამდეა დაგეგმილი. გვინდა სხვადასხვა ქვეყანაში დისტრიბუცია გავუკეთოთ და შემდეგ უკვე ჩვენი ქვეყნის კინოთეატრებში ჩვენებაზე ვიზრუნებთ.
ასეთ ყურადღებისა და მხარდაჭერისთვის მადლობა "პრაიმტაიმს".