დღეიდან 5 ზოდიაქოს ნიშნის ცხოვრება გაუმჯობესდება
1732290001
ფილმი "ტყვია" საერთაშორისო კინოფესტივალების რჩეული დრამა აღმოჩნდა. კინოდებიუტანტი ხათუნა ვაშაძის მიერ გადაღებულმა სურათმა უკვე მეოთხე პრიზი აიღო. ნიუ-იორკის ქალთა საერთაშორისო ფესტივალის ნახევარფინალისტთა სიაში მოხვედრის შემდეგ, გუშინ ღამით, ტოკიოს ყოველთვიური საერთაშორისო ფესტივალის გამარჯვებული გახდა. "ტყვია" აგვისტოს საუკეთესო ფილმის კატეგორიაში გავიდა.
ფილმს წარმატება ხვდა ასევე - ირანის ქალთა საერთაშორისო ფესტივალზე "საუკეთესო ფილმის" ნომინაციით და თურქეთში, კინოფესტოვალი "ანდრომედა" დატოვა პრიზებით - საუკეთესო დრამა და ფროდაქშენი...
გიორგი აზნაური: ტოკიოს ფესტივალზე ყოველთვე თითო ფილმი თითო ნომინაციაშია გამარჯვებული. ჩვენი ფილმი აგვისტოს "საუკეთესო ფილმის" ნომინაციაში დაჯილდოვდა. 2 დეკემბერს წლიური შემაჯამებელი ეტაპია. ეს თორმეტი გამარჯვებული ფილმი ერკინება ერთმანეთს და ვლინდება უკვე "წლის საუკეთესო ფილმი". პლუს ფულადი პრემიითა და ქანდაკებით.
ეს არის მეოთხე წარმატება და ვერც ერთ ფესტივალს ვერ დავესწარით. ბიუჯეტი რაც გვქონდა ამ ფილმში გვაქვს ჩადებული და შესაბამისად გამგზავრება ვერ მოვახერხეთ.
- გიორგი, "ტყვიის" პრემიერა მაისში შედგა და ფილმი უკვე ოთხი საერთაშორისო ფესტივალის გამარჯვებულია. ელოდით ასეთ რეზულტატს?
- ფილმის სცენარიდან და ჟანრიდან (დრამა) გამომდინარე სიტყვის მთქმელი ფილმი გადავიღეთ. ფილმში დარწმუნებულნი ვართ, თუმცა მოკლე დროში მისი ასეთი აღიარება შოკში გვაგდებს.
ჩვენ, მე და ხათუნა მაქსიმალისტები ვართ. ფილმი ნამდვილად დრამაა. მასში ვერ ნახავთ ჟანრიდან გადახვევას, ბილწსიტყვაობას ან "ღადაობას"... პირველივე წამიდან დრამის ლიანდაგს ადგას და მიდის ბოლომდე. ალბათ, "ტყვიის" მთავარი "ფიშკაც" ეს არის და მისი წარმატების მიზეზიც...
გამოგიტყდებით და ფილმის გადაღება ბოლო, ფინალური სცენიდან დავიწყეთ. თუ ის არ გამოგვივიდოდა, ფილმის გადაღებას აზრი არ ჰქონდა. ფინალური სცენა ემოციებზე დგას. შესაბამისად მაღალი დონის სცენა გვჭირდებოდა, სათქმელის მთქმელი. მეთოდმა გაამართლა.
ფილმის მსვლელობისას ნახავთ რამდენიმე კულმინაციურ წერტილს, რომელიც გაფიქრებინებთ, რომ ფილმი მორჩა. მეგობარმა რომ ნახა და პირველ კულმინაციურ მომენტზე მივიდა, რა მოხდაო, იკითხა. ეგონა დასრულდა ფილმი. ჯერ სად ხარ-მეთქი, ვუთხარი. სამჯერ თუ ოთხჯერ მომიხდა ამ ფრაზის - "ჯერ სად ხარ" გამეორება... ფილმი მძაფრი სცენებით არის გაჯერებული.
რა გითხრათ. დასასვენებლადაც ქალაქიდან ვერ გავდივართ. დღედაღამ კომპიუტერთან ვსხედვართ და თვალყურს ვადევნებთ ფესტივალებს და მის შედეგებს. ბევრ ფესტივალზეა დაგზავნილი, 2023 წლის თებერვლამდე გაწერილია ფილმის მოგზაურობა. სანდენსის ფესტივალზეც არის გაგზავნილი.
მიწვეული ვართ ესპანეთის მარბეას ფესტივალზე, სადაც ჩვენი ფილმი შორთ ლისტშია მოხვედრილი. ეს არის ევროპის კინოფესტივალებს შორის, თავისი მასშტაბურობით მესამე ფესტივალი. უნდა ჩამობრძანდეთო, შემოგვითვალეს. თანხების მოსაძიებლად დავიწყეთ ზრუნვა. თუ ვერ დავფინანსდებით, ვერ წავალთ და ცუდია.
როდესაც ფესტივალებს მოივლის ფილმი, მათ შორის, თბილისის კინოფესტივალს, მერე უკვე საქართველოს კინოთეატრებს მივაშურებთ. ამ ფესტივალებიდან მინიმუმ ორი ოქროს სტატუსის მქონე პრესტიჟული ფესტივალია. ვცდილობთ მაქსიმალურად მოვიპოვოთ ეს ჯილდოები, დაიხუნძლოს ფილმი, რომ შემდეგ სამშობლოში დაგვაფასონ და შედგეს ფილმის ჩვენებები.
- და რაც მთავარია, ეს არის რეჟისორის პირველი ფილმი. რას ამბობს თქვენი მეუღლე, ხათუნა?
- ხათუნას ვეხუმრები ხანდახან, პირველმა თუ ასეთი შედეგი დადო, აბა, მეორეზე რაღას იზამ-მეთქი. ბუმბერაზი ნაბიჯი გააკეთა.
ხათუნა ვაშაძე: ვამბობდი, როგორი წარმატებითაც წავა ფილმი, იმის მიხედვით ჩავთვლი, მეორეს გადაღება ღირს თუ არა-მეთქი. მგონი, ღირს...
ფილმის ქასთი
"ტყვია" - ჟანრი დრამა, რეჟისორი და სცენარის ავტორი - ხათუნა ვაშაძე, პროდიუსერი გიორგი აზნაური. თამაშობენ: გიორგი მეგრელიშვილი, ზაზა მაღალაშვილი, გიორგი აზნაური, მალხაზ ქვრივიშვილი, ნინო ლეჟავა, მალხაზ ასლამაზაშვილი, ბექა თურმანიძე, კახა ბაკურაძე, სანდრო ნიკოლაძე და სხვა.