"მთელი ცხოვრება ოცნებებში გავატარე. გული და სული არ ბერდება. რაც ხარ, ის ხარ ბოლომდე..." - მზია მაღლაკელიძე 88 წლის გახდა

mzia

მზია მაღლაკელიძე 88 წლის გახდა. მსახიობი სამშობლოდან შორს, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ქალიშვილთან ცხოვრობს და შვილიშვილის აღზრდითაა დაკავებული. ნუცა შანშიაშვილი ფეისბუქზე იუბილარი დედის ფოტოს აქვეყნებს.

"ასაკის შემოპარვა მაშინ მახსენდება, რაღაც რომ წამომტკივდება. მახსოვს, კოტე მახარაძემ თქვა, საშინელება მემართებაო – წამოვხტები, გაქცევა მინდა, მაგრამ ფეხები არ მიშვებსო. ანუ გული და სული არ ბერდება. რაც ხარ, ის ხარ ბოლომდე. მხოლოდ გარეგნულად იცვლები…

მე ოცნება მიყვარს. მთელი ცხოვრება ოცნებებში გავატარე. ზოგი ამიხდა, ზოგი – არა.

არაფერია ისეთი, რასაც ახლა ვნატრობდე. რა უნდა მინდოდეს? როლები, როლები… კარგი, ჰო, როდემდე შეიძლება იხტუნაო? ყველაფერი მაქვს და ბედნიერი ვარ.

ცხოვრება ისე უნდა შეიქმნა, რომ უსუსური არ იყო. ან სად მაქვს უსუსურობის დრო? შვილიშვილს დავდევ.

ჩემი ლამაზი, მშვენიერი, კოპწია თბილისი მენატრება, ჩემი საქართველო მენატრება. ამერიკიდან კიდევ უფრო მძაფრად აღიქმება ეს ნოსტალგია. მეგონა, აჭარბებდნენ, როცა ნოსტალგიას ახსენებდნენ. თურმე, მძაფრი განცდაა," - უთხრა "პრაიმტაიმს" ორიოდ წლის წინ ქალბატონმა მზიამ.

მსახიობმა მაშინ გაგვიმხილა, თუ როგორ უთხრა უარი ლანა ღოღობერიძეს ფილმში გადაღებაზე. რეჟისორი 1978 წელს, იღებდა თავის ერთ-ერთ საინტერესო ფილმს - „რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე”, სადაც მზია მაღლაკელიძეს ერთ-ერთი რესპონდენტის როლი უნდა შეესრულებინა.

მზია მაღლაკელიძე: – წარმოგიდგენიათ, ლანას რომ ფილმში თამაშზე უარს ეტყვი…

კინოში ტექსტის დაზეპირება მიჭირდა, ვწვალობდი. სცენაზე ასე არ იყო. ამიტომ ვამბობდი უარს კინოში გადაღებაზე. შერცხვენილი ვიყავი მასთან. არასდროს მომენტი არ ჩამივარდა, რომ მისთვის ეს პირადად მეთქვა. თქვენი მეშვეობით მე მას საჯაროდ პირველად მოვუხდი ბოდიშს.

94 წლის რეჟისორმა კი, საჯაროდ ნათქვამი ბოდიშის შესახებ, ჩვენგან შეიტყო და ძალიან გაუხარდა.

ლანა ღოღობერიძე: – მადლობა მზიას… ახლა გავიხსენე ეგ ისტორია, არც მახსოვდა. შესაბამისად, ვერაფერს მოვყვები.  მზიას მიმართ კი ყოველთვის კარგად ვიყავი განწყობილი.

 

 

ასევე დაგაინტერესებთ:

"დედასთან დამასაფლავეთო, დაუბარებია... ამაშიც მაგარი ბიჭობა გამოავლინა" - როდის და სად იკრძალება ტრისტან სარალიძე

"ვერ ხედავს, არ ესმის; ზურას ეს მდგომარეობა - შეუცნობადია..." - მანანა ბერიკაშვილი ძმაზე

წმინდა ელენეს ხსენების დღეს დავიბადე, მაგრამ ერთი თვე სახელი არ მერქვა“ - სოფიკო ჭიაურელი 87 წლის გახდებოდა