"ვერ ხედავს, არ ესმის; ზურას ეს მდგომარეობა - შეუცნობადია..." - მანანა ბერიკაშვილი ძმაზე

zura

28 დეკემბრიდან მალე ხუთი თვე გავა, რაც ზურა ბერიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. 55 წლის მსახიობს მოულოდნელად გული გაუჩერდა, რამაც ტვინის დაზიანება გამოიწვია. კლინიკაში გულის უკანა კედლის ინფარქტით მიიყვანეს. გაირკვა, რომ თურმე, ინსულინდამოკიდებულთ, ანუ დიაბეტით დაავადებულებს, გულის ტკივილის შეგრძნება არ ჰქონიათ. მსახიობს რომ გულის ტკივილი ეგრძნო, ასეთ მძიმე მდგომარეობამდე არ მივიდოდა...

ზურა ბერიკაშვილი ნეირო-რეაბილიტაციის პროცესს, სამი თვის მანძილზე, მიუნხენში გადიოდა. უკვე მეორე თვეა სამშობლოშია და მკურნალობას კავკასიის მედიცინის ცენტრში განაგრძობს. როგორც მანანა ბერიკაშვილი "პრაიმტაიმთან" ამბობს, რეფლექსები წამოსული აქვს, თვალებს ახამხამებს, თუმცა ცნობადობა არ აქვს. ამასთან დაკავშირებით ემოციური პოსტი გამოაქვეყნა მისმა ქალიშვილმა - ანო მაისურაძემაც: "ჩემ საყვარელ ბიძას ახლა ვუყურებდი ერთი საათი თვალებში, გახელილ თვალებში, რომლებიც ვერაფერს ხედავენ..." ანო სოციალურ ქსელში ბიძაზე ხშირად წერს. "თენდება და ღამდება, ვიღვიძებ და ვიძინებ, ზურას კიდევ სულ სძინავს. ასე არ შეიძლება, უსამართლობაა."

მანანა ბერიკაშვილი: ზურა სტაბილურად მძიმედაა. სამწუხაროდ სიახლე არ გვაქვს. ტვინია დაზიანებული, ჯერ კიდევ ამოუხსნელი ფენომენია. გულის გაჩერების შედეგად ტვინს ჟანგბადი არ მიეწოდა და დაიწყო კვდომა. ახლა სასწაულის მოლოდინში ვართ მხოლოდ.

ვერც ხედავს, არც ესმის. ცნობადობა არ აქვს. ჯერჯერობით, ასეთი სურათი გვაქვს. სამედიცინო თვალსაზრისით არ ესმის, ისე კი ზურას ეს მდგომარეობა შეუცნობადია. მოდიან მოძღვრები, ჯანმრთელობის პარაკლისებს ვიხდით. ყველაფერს ვაკეთებთ, რაც ჩვენს ხელშია. ღმერთის ნებაა ყველაფერი. ხუთი თვე გავიდა და ჯერ ისევ სტაბილურად მძიმედაა.

 

ასევე დაგაინტერესებთ: 

"დიახ, შვილს ველოდები" - ვინ არის დათო ხუჯაძის მესამე ცოლი

"სიცილისგან სკამიდან რომ გადავარდა, მივხვდი, რომ ფილმის ხასიათი დაკარგული არ იყო" - "ფეოლა" იტალიურად

"მამაჩემის მსგავსად, მოშურნე და მტერი, ფაქტობრივად, არ ჰყავს. ცუდი თვისება რა აქვსო, რომ მკითხოთ, დავფიქრდები და ვერ ვიტყვი" - უფროსი და ზურა ბერიკაშვილზე

"წმინდა ელენეს ხსენების დღეს დავიბადე, მაგრამ ერთი თვე სახელი არ მერქვა“ - სოფიკო ჭიაურელი 87 წლის გახდებოდა