„ოქროს ბურთი“ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელ კვარაცხელიას ეკუთვნის“ - დემბელე

უსმან დემბელე

„ოქროს ბურთის“ მოქმედმა მფლობელმა, პსჟ-ის ფრანგმა თავდამსხმელმა უსმან დემბელემ აღნიშნა, რომ წელზე საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო მისმა თანაგუნდელმა, ხვიჩა კვარაცხელიამ უნდა მიიღოს.

„ხვიჩა ამ აღიარებას ნამდვილად იმსახურებს, რადგან ბრწყინვალე სეზონი ჩაატარა. ჩემი ღრმა რწმენით, ის დღეს პლანეტის საუკეთესო მოთამაშეა და «ოქროს ბურთიც» სწორედ მას ეკუთვნის“,  - ამბობს დემბელე. მის განცხადებას ლიგა 1-ის ოფიციალური ვებგვერდი აქვეყნებს.

თავის მხრივ, ქართველმა ფეხბურთელმაც საპასუხო მხარდაჭერა გამოხატა ფრანგი კოლეგის მიმართ და განაცხადა, რომ არჩევანის გაკეთების საშუალება რომ ჰქონოდა, ხმას სწორედ დემბელეს მისცემდა.