რას ამბობს ყოფილი ცოლის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი - შეეცვლება თუ არა ბრალდება დაკავებულს
1732276871
რეჟისორი, დიპლომატი, მწერალი, სახალხო არტისტი - ლანა ღოღობერიძე 95 წლის გახდა. დაუჯერებელი, მაგრამ დღემდე აქტიურად მუშაობს, იღებს ფილმებს, წერს, თამაშობს ჩოგბურთს...
"ასაკმა რა მომიტანა და სხვა ადამიანების მეტად გაგების უნარი. რაღაც ეტაპზე ხვდები, რომ შენ არ ხარ სამყაროს ცენტრი. ჯერ თვითდამკვიდრების სურვილი გაქვს, მერე ხვდები, რომ შეგიძლია ყველაფერი გაწირო და ხვდები იმასაც, რომ შენ ამის გჯერა, სხვას კი, სხვა რამის. სხვისი სიმართლის გაგების სურვილი თანდათან მოდის.
ზურა ყიფშიძემ თავისი კინოკარიერა ცოტა ადრე დაიწყო, თუმცა ლანას ფილმი “როცა აყვავდა ნუში”, მისთვის ტრამპლინი აღმოჩნდა. გახდა ვარსკვლავი. მართალია, თვითონ ეს ფილმი არ უყვარს, “ტორტიკივით” ვარო, ამბობს საკუთარ როლზე, თუმცა ფაქტია, მაყურებელმა ის ამ როლით შეიყვარა და თან ისე ძლიერად, რომ დღემდე მოყვებათ “ნუშის” ემოცია.
ზურამ ღოღობერიძის ბოლო ფილმშიც (“ოქროს ძაფი”) ითამაშა.
ზურა ყიფშიძე: – ქალბატონ ლანას ფილმებში ველოსიპედით დავიწყე და ეტლით დავასრულე. ორივეგან ბორბალია, ცხოვრების სიმბოლოსავითაა.
“როცა აყვავდა ნუშის” გადაღება, ეს იყო დღესასწაული. ვთამაშობდით, თუმცა ვერ ვაცნობიერებდით, რას ვაკეთებდით.
არაჩვეულებრივი ქალბატონია. ერთეულებს განეკუთვნება. თანამედროვე ქალია. რასაც ფიქრობს და გრძნობს, იმის გადმოცემა სურს. პირადსა და ადამიანზე იღებს ფილმებს. რაც ადამიანს აწუხებს, ის ეკრანზე გადააქვს.
ოპტიმისტი და ჯანმრთელია. არ ვარ დაზღვეული იმისგან, რომ კიდევ არ გადამიღებს ფილმში. უარს ვერ ვეტყვი…
ლია კაპანაძე: "როცა აყვავდა ნუში" (სადაც მე ზურა ყიფშიძის დედის როლში ვარ) მაყურებელმა ძალიან შეიყვარა. არაჩვეულებრივი სამსახიობო ანსამბლი შეკრიბა. მთავარი როლის შემსრულებელთაგან, ჩემი და ზურას გარდა ცოცხალი არავინ არის, არც თათა ვარდანაშვილი, არც გოგა ფიფია, არც დოდო აბაშიძე და სესილია თაყაიშვილი.
მოწონება ერთია, მაგრამ ფილმმა სიყვარული დაიმსახურა და ის დღემდე უყვართ.
ადამიანი, რომელიც ამდენი ხანი შემოქმედებაშია, და თან სულ ჩოგანი უჭირავს, მისალოცია, აბა, რა არის. ის სპორტითაც არ ჩამოუვარდება თავის შემოქმედებას. ვფიქრობ, მას სპორტიც აძლევს ძალას.
მრავალ წარმატებას ვუსურვებ. ლანა, გკოცნი.
ასევე დაგაინტერესებთ: