„თქვენით ვამაყობ“ - რა კადრებს აქვეყნებს ავარიაში დაშავებული დების დედა
1732259677
ლანა ღოღობერიძე, პანდემიის დროს დაწერილ თავის სრულიად არაჩვეულებრივ წიგნში, "ვისთვის გალობს შაშვი", სხვა ბევრ ნაცნობ-უცნობ ფაქტთან ერთად, ერთ ძალზე საინტერესო კვლევაზე წერს: თუ როგორ მოქმედებს პოეზიის რითმა, ტვინზე მეტად, ჩვენს გულზე. და ზოგადად, რა ძალა აქვს პოეზიას...
ლანა ღოღობერიძე: გერმანიაში, მაქს პლანკის ინსტიტუტში ჩატარებული მეცნიერული კვლევის შესახებ წავიკითხე: მკვლევრებმა აარჩიეს 40 რთულად აღსაქმელი ლექსი. ლექსები ცდის ობიექტებს წაუკითხეს, მათგან ზოგი პოეზიის მოყვარული იყო, ზოგი - პოეზიისგან შორს მდგომი... სკანერი აფიქსირებდა გონებრივ ზონებს და ამ ზონებზე რეაქციის მომენტებს. ამავე დროს აკვირდებოდნენ ლექსის კითხვის დროს სახის კუნთების უნებლიე მოძრაობას.
და მკვლევრებმა დაადგინეს: ცდის ყველა ობიექტის რეაქცია იყო ძლიერი და პოზიტიური, მათ შორის მათიც, ვისაც არავითარი ურთიერთობა არ ჰქონდა პოეზიასთან.
ეს კი ნიშნავს: პოეზია არის ექსტრემალურად ძლიერი სტიმულატორი, რომელიც შეგნებულად თუ შეუგნებლად, ბადებს ადამიანში მძლავრ დადებით ემოციებს. და ეს ხდება შინაარსისაგან დამოუკიდებლად. ობიექტზე პოზიტიურ ზემოქმედებას ახდენს თვითონ რითმა, რიტმი და სიტყვათა წყობა მაშინაც კი, როცა მისი შინაარსი სევდიანი და ნეგატიურია. და ეს არის სუფთა ესთეტური ტკბობა.
კვლევებმა ასევე აჩვენა, რომ ბავშვი პოეზიას სულ ადრეული ასაკიდან აღიქვამს. და მეტიც, ლექსის ზეპირად სწავლა აღრმავებს და აძლიერებს პოზიტიურ ეფექტს.
საბოლოო დასკვნა ასეთია: გონებაზე მეტად გულია ის ორგანო, რომელიც მკვეთრად რეაგირებს ლექსზე. ამიტომ არის ეს რეაქცია ასე მძლავრად ემოციური.
წავიკითხე სტატია და დავრწმუნდი, თურმე ჩვენს ბავშვობაში დაბადებულ ინტუიტიურ მიდრეკილებას პოეზიისადმი, სრულიად კონკრეტული მეცნიერული ახსნა ჰქონია!
ასევე დაგაინტერესებთ: Exclusive: "ხუთი წლის შემდეგ, ახლა პირველად ვამბობ..." - რა უთხრა ბიძინა ივანიშვილმა დათო ოქიტაშვილს გიოზე