საფრანგეთში 18 წლის ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა
1728417239
სასამართლომ გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი და სამივე ბრალდებული საკმაოდ მძიმე დანაშაულში ცნო დამნაშავედ, - ასე აფასებს პროკურორი არჩილ ტყეშელაშვილი საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას.
პროკურორი არ გამორიცხავს, რომ ბრალდების მხარემ აღნიშნული გადაწყვეტილება ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში გაასაჩივროს.
„სასამართლომ სრულიად გაიზიარა ბრალდების მხარის მტკიცებულებები, რომელიც ჩვენ გვქონდა წარმოდგენილი და ვადასტურებდით ბრალდებულების ბრალეულობას. სამივე ბრალდებული ცნობილია დამნაშავედ ჯგუფურად თაღლითობის ჩადენაში, სასამართლომ სხვა კვალიფიკაცია მისცა ჩვენს მიერ წარდგენილ ბრალდებას, გავეცნობით განაჩენს და ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას გასაჩივრების ნაწილში. ჩვენი მტკიცებულბები რომ საკმარისი იყო ბრალდებულების გამტყუნებისთვის ეს დადასტურდა, სასამართლომ გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი და სამივე ბრალდებული საკმაოდ მძიმე დანაშაულში ცნო დამნაშავედ”, - განაცხადა არჩილ ტყეშელაშვილმა.
შეგახსენებთ, მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელი სასამართლომ დამნაშავედ ცნო. თითოეულ მათგანს თავისუფლების აღკვეთა 7 წლის ვადით შეეფარდათ. თუმცა, მუხლის ხანდაზმულობის გამო, ისინი დანიშნული სასჯელისგან გათავისუფლდნენ.