უკრაინაში, სავაჭრო ცენტრზე რუსეთის თავდასხმის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა, 67 კი დაშავდა

კი

უკრაინაში, ოკუპანტებმა ქალაქები და დასახლებები ბალისტიკური რაკეტებით და დრონებით დაბომბეს. მსხვერპლი მოჰყვა დნეპროპეტროვსკის ოლქში, სავაჭრო ცენტრზე განხორციელებულ იერიშს - დაღუპულია 5 ადამიანი, დაშავდა 67, მათ შორის 8 ბავშვია.

აფეთქებებია კიევშიც. დნიპროვსკის რაიონში, 9-სართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა. დაშავდა 2 ადამიანი. იერიშები იყო კიევის მახლობლად მდებარე დასახლებებშიც. არის მსხვერპლი. დაზიანებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა და საცხოვრებელი სახლები.