პოლონეთში ქართველები დააკავეს - დანაშუალებრივ ჯგუფს 700 000 ევროს უკანონო დაუფლებას ედავებიან

dakavebulebi

ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის ცხრა წევრს ბელორუსიიდან პოლონეთის გავლით მიგრანტების გადაყვანაში ედება ბრალი. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

საქმეს ​ზამოშჩის საოლქო პროკურატურა იძიებს. პოლონურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მომხდარის დეტალებზე პროკურატურის პრესსპიკერი არტურ შიკულა საუბრობს.

ეჭვმიტანილებს ბრალი ორგანიზებულ დანაშაულებრივ ჯგუფში მონაწილეობასა და პოლონეთ-ბელარუსის საზღვრის უკანონო კვეთაზე ედებათ. მათმა უმეტესობამ დანაშაული უკვე აღიარა. ოთხ მათგანს თავისუფლების აღკვეთა უკვე მიესაჯა, ხოლო დანარჩენებს ქვეყნიდან გასვლა აეკრძალათ.

ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის საქმიანობა გასული წლის სექტემბრიდან მიმდინარე წლის იანვრამდე პერიოდს მოიცავს. ჯგუფის წევრები პოდლასკის სავოევოდოში, ვარშავაში, ლოძში, ვროცლავში და ქვეყნის სხვა ქალაქებში მოქმედებდნენ.

ჯგუფს ორი ადამიანი ხელმძღვანელობდა. ერთი ფინანსურ საკითხებზე იყო პასუხისმგებელი, ხოლო მეორე - საზღვრის უკანონო გადაკვეთის ორგანიზებაზე კონკრეტული ადგილებისა და დროის მითითებით მოქმედებდა. ჯგუფში ასევე იყვნენ ე.წ.მოლარეები და კურიერები.

"დავადგინეთ, რომ მოლარეების მოვალეობის შემსრულებლებმა ჯგუფის დანაშაულებრივ საქმიანობაზე ჯამურად 8 მილიონ 700 ათასი ევრო იშოვეს, კურიერებს კი 4 მილიონ 300 ათასი ევრო გადაურიცხეს. ჩხრეკისას ეჭვმიტანილებს ჯამში 475 000 ევრო და 30 000 აშშ დოლარზე მეტი ჰქონდათ." - აღნიშნულია განცხადებაში. 

დაკავებულები არიან პოლონეთის, საქართველოს, უკრაინისა და ტუნისის მოქალაქეები. ჯგუფის გამოძიებაში ევროპოლიც მონაწილეობდა.