წონის კორექციის პროგრამა ჟორდანიას კლინიკაში

წონის კორექცია

რატომ უნდა მივმართოთ ენდოკრინოლოგს დღესასწაულების შემდეგ?

როგორც ვიცით, წონაში  მატებას  არასწორი კვება უძღვის წინ, ესაა მაგალითად მარტივი ნახშირწყლების, მავნე ცხიმების, ,არასაკმარისი წყლისა და ცილის მოხმარება.  ეს კი განსაკუთრებით დღესასწაულების დროს ხდება. ამასთან, წონაში მატება უფრო ხშირად ზამთრის სეზონზე გვხვდება.

ხშირ შემთხვევაში, თვითნებური (თავად შერჩეული) დიეტა ცრუ წონის კლებას იწვევს, დაკლებული კილოგრამები კი მალევე ორმაგად ბრუნდება.

ამიტომ  მეტად მნიშვნელოვანია, წონაში კლების პროცესი მართოს ექიმმა- ენდოკრინოლოგმა შესაბამისი კვლევების ჩატარების შემდეგ და 2-3 კვირაში ერთხელ ინდივიდუალური დიეტის შეცვლითა და მკურნალობით.

წონის კორექციის პროგრამა ჟორდანიას კლინიკაში

წონაში კლება ეფექტური არის იმ შემთხვევაში თუ კი მას იწყებთ დროულად და ექიმი ენდოკრინოლოგის მეთვალყურეობის ქვეშ, ჟორდანიას კლინიკა გთავაზობთ წონის კორექციის პროგრამას, რაც მოიცავს ენდოკრონილოგთან ორ ვიზიტს და ყველა საჭირო კლინიკო-ლაბორატორიულ გამოკვლევებს ესენია: გლუკოზა, C peptide (ინსულინის მარაგი), HOMA- ინდექსი და TSH. ანალიზების საფუძველზე ექიმი შეადგენს თქვენზე მორგებულ დიეტოთერაპიას და მკურნალობას.

 

ჟორდანიას კლინიკა
დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით:  2 99 08 53
მის: ჩაჩავას 1/ლუბლიანას 5