1728846029
თამარ გაბუნია მოსახლეობას აცრისკენ მოუწოდებს - „გუშინ 9000-ზე ოდნავ მეტი აცრა ჩატარდა, რაც არ არის საკმარისი მაჩვენებელი“
„გუშინ 9000-ზე ოდნავ მეტი აცრა ჩატარდა, რაც არ არის საკმარისი მაჩვენებელი იმისთვის, ჩვენ სწრაფად მივიღოთ საჭირო დაცვის მაჩვენებელი მოსახლეობაში“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„რაც შეეხება ამბულატორიული ქსელის მობილიზაციას, დღეს მთავარი აქცენტი ამ მიმართულებით კეთდება. კვირის ბოლომდე კიდევ 40 ონლაინ კლინიკა დაემატება, ამდენად მოსახლეობისთვის ოჯახის ექიმთან დაკავშირება იოლი იქნება“, - აღნიშნა გაბუნიამ.