სააგენტო მიმართავს ფარმაცევტული პროდუქტის ყველა რეალიზატორს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ პროდუქტის რეალიზაცია - რომელი პრეპარატის ამოღება იგეგმება ქსელიდან და რატომ

მედიკამენტები

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოში, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო-ს მიერ წარმოდგენილი ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ფარმაცევტული პროდუქტი - „გიოქსიზონი, (1გ + 3გ)/100გ 10 გ გარეგანი და ადგილობრივი გამოყენების მალამო ალუმინის ტუბი №1, სერია - 150521, ვარგისობის ვადა - 05.2024, მწარმოებელი - შპს „ოფიცინა, საქართველო“ არ აკმაყოფილებს, რეგისტრაციის პროცესში წარმოდგენილი ფარმაკოპეის სტატიის მოთხოვნებს აღწერილობასა და ტუბის შიგთავსის საშუალო მასაზე.

„სააგენტო მიმართავს ფარმაცევტული პროდუქტის ყველა რეალიზატორს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაცია და უზრუნველყონ მათი გამოთხოვა ფარმაცევტული ბაზრიდან“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.