თავდაცვის სამინისტროსა და თურქეთის საავადმყოფოთა ქსელ „მედიქალპარკს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა
1685779651
ონკოლოგი და ფარმაკოლოგიის ლექტორი, გიორგი ღოღობერიძე იმ ხუთ ნიშანს ასახელებს, რომლითაც „ომიკრონი“ ვლინდება. ამასთან იგი საზოგადოებას იმ რჩევებს უზიარებს თუ როგორ მართონ კორონავირუსის ახალი შტამი სახლის პირობებში მარტივად და დაზოგონ ფინანსები.
„ომიკრონის 5 ნიშანი
1) სურდო - 73%
2) თავის ტკივილი - 68%
3) დაღლილობა - 64%
4) ცემინება - 60%
5) ყელის ტკივილი - 60%
„თუ ომიკრონი ფილტვებს აღარ აზიანებს, გჭირდება შენ კ.ტ.-ს გადაღება?, რა თქმა უნდა არა. მაგაში ფული არ დახარჯო. რომ გადაიღო ტომოგრაფია გაძლევ იმის გარანტიას, რომ იქ ვერაფერს ვერ ნახავ, გექნება აბსოლუტურად ნორმალური ფილტვები. მხოლოდ ერთი რამ შეიცვლება - ის, რომ ფული დახარჯე“, - ამბობს გიორგი ღოღობერიძე.