ევაკუაცია რამდენიმე სკოლაში - რა ხდება ადგილზე
1728288316
შემთხვევების ზრდა გვექნება, ამის დამალვა არ შეიძლება და ვერც დამალავ, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.
„3 მილიონზე მეტია მსოფლიოში ყოველდღიური შემთხვევა, როცა ყველა პიკზე, რომელიც მანამდე გვქონია, იქნებოდა უჰანი, „ალფა“ თუ „ბეტა“ შტამი, ახალი შემთხვევების რაოდენობა 900 000-ს არ გადასცილებია. ერთი თვეა მივეჩვიეთ, მილიონს, მილიონნახევარს, 3 მილიონს, გაზრდილია ოთხჯერ-ხუთჯერ ახალი შემთხვევების რაოდენობა, შესაბამისად გაიზრდება ჩვენთანაც ეს. ორი მძლავრი თეორიაა, რომ „ომიკრონი“ შეიძლება პანდემიის დასრულების დასაწყისი გახდეს და მეორე თეორიაა, რომელსაც ჯერჯერობით მხარს უჭერენ, რომ უნდა ვიყოთ ფრთხილად“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.