მიცვალებულის დასიზმრებას მხოლოდ ერთი მიზეზი აქვს
1703190989
2010 წელს პენსილვანიის ერთ-ერთ სასწავლებელში 15 წლის ბლეიკ რობინს სხვა 2 ათას მოსწავლესთან ერთად სკოლამ ლეპტოპი გადასცა. სკოლის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ამ ქმედების მიზანი იყო მოსწავლეებს სასწავლებლის რესურსებზე სრული ხელმისაწვდომობა ჰქონოდა. მაშინ ბლეიკი ვერც კი წარმოიდგენდა, რომ ეს ერთი შეხედვით უმნიშვნელო ამბავი მის ცხოვრებას სამუდამოდ შეცვლიდა.
ამ ამბიდან მალევე რობინს სკოლის ადმინისტრაციიდან დაურეკეს და ის ნარკოტიკებით ვაჭრობაში დაადანაშაულეს. ნივთმტკიცებად მათ რობინის ოთახში გადაღებული ფოტოები წარმოადგინეს, რომელიც ლეპტოპის კამერით იყო გადაღებული.
ამ ამბის შემდეგ გაჩნდა ეჭვი, რომ კომპიუტერებში სპეციალური პროგრამა იყო ჩაინსტალირებული, რომელიც მოსწავლეების ქმედებებს აკონტროლებდა, ასევე ამბობდნენ, რომ ლეპტოპი ყოველ 15 წუთში ფოტოებს იღებდა.
რობინის ოჯახმა სკოლას უჩივლა. სკოლამ აღიარა, რომ ლეპტოპებში უსაფრთხოების სპეციალური პროგრამა იყო ჩაყენებული.
სკოლის ადმინისტრაციის განცხადებით, ლეპტოპებში არსებული პროგრამა, რომელიც ფოტოებს ყოველ 15 წუთში ერთხელ იღებდა, იმიტომ ჩააყენეს რომ კომპიუტერის დაკარგვის ან მოპარვის შემთხვევაში მისი აღმოჩენა გამარტივებულიყო.
რობინის ოჯახმა კომპენსაცის სახით 610,000 დოლარი მიიღო.
ეს ამბავი საფუძვლად დაედო ნეტლიქსის სერიალს, სახელწოდებით „Spy High".