ქალი, რომელიც სიყვარულის გამო დედამ ოთახში 25 წელი გამოამწყვდია - ბლანშ მონიეს ტრაგიკული და დაუჯერებელი ისტორია

ლანშ მონიე

ბლანშ მონიეს ისტორია ისეთია, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში საფრანგეთში ყველას ახსოვდა. 1901 წლის მაისში, პარიზის გენერალურმა პროკურორმა მიიღო უცნაური წერილი 25 წლის საიდუმლოს შესახებ.

მისი შინაარსი იმდენად შემაშფოთებელი იყო გენერალური პროკურორისთვის, რომ მან მაშინვე დაიწყო გამოძიება და რაღაც შოკისმომგვრელი აღმოაჩინა.

ეს ყველაფერი მონიეს ოჯახთან იყო დაკავშირებული, რაც დამაბნეველი იყო, მათი ვარსკვლავური რეპუტაციისა და მაღალი სოციალური მდგომარეობის გათვალისწინებით.

რა დაემართა ბლანშ მონიეს?

ბლანშ მონიეს აღწერდნენ როგორც „ძალიან ნაზს და კეთილშობილს“ და ფიზიკურად ლამაზს. მას შეუყვარდა უფროსი ადვოკატი. მის გადაწყვეტილებას მშობლები არ ეთანხმებოდნენ. საზოგადოება შოკში იყო, როდესაც ერთ დღესაც ბლანშ მონიე გაქრა.

მისმა დედამ  უთხრა ხალხს, რომ ბლანში სამოგზაუროდ წავიდა და დროთა განმავლობაში ხალხმა შეწყვიტა კითხვების დასმა.

მაგრამ ორ ათწლეულზე მეტი ხნის შემდეგ, პროკურორთან გაგზავნილმა წერილმა სიმართლეს ფარდა ახადა. 

რა იყო წერილში გენერალური პროკურორისადმი?

წერილში ეწერა: „ბატონო გენერალურ პროკურორო: მე მაქვს პატივი გაცნობოთ განსაკუთრებულად სერიოზული შემთხვევის შესახებ. საუბარია ადამიანზე, რომელიც მადამ მონიეს სახლში არის გამოკეტილი, ნახევრად შიმშილობს და ბოლო ოცდახუთი წელია ნაგავსა და სიბინძურეში ცხოვრობს“.

1901 წელს პოლიციამ სახლი გამოიკვლია მიუხედავად იმისა, რომ ოჯახმა წინააღმდეგობა გაუწია სახლში შესვლის მცდელობებს.

სახლის გაჩხრეკვის შემდეგ, პოლიციელებმა საშინელი სუნი იგრძნეს, რომელიც ზემო სართულიდან მოდიოდა. კარი კი ჩაკეტილი იყო. განაგრძეთ კითხვა...