1701333716
"კასრებში შენახული ცხედრები სახლის დალაგებისას აღმოაჩინეს..." - უნგრელი ვამპირის ისტორიის დეტალები

1900-იანი წლების დასაწყისში, ბელა კიშის სახელით ცნობილი ადამიანი უნგრულ სოფელ ჩინკოტაში წარმატებული სახელოსნოს მფლობელი იყო, მასზე, გარდა იმისა, რომ ქალები უყვარდა და წვეულებებს მართავდა, არავინ არაფერი იცოდა.
უამრავი სერიული მკვლელი ასახიჩრებს მსხვერპლთა ცხედრებს, მაგრამ ცოტა მათგანი ბილწავდა გვამებს ისე, როგორც ამას ბელა კიში აკეთებდა, რომელიც წლების განმავლობაში, უნგრეთში სასტიკ მკვლელობებს ჩადიოდა.
ის 1877 წელს, უნგრეთში დაიბადა. მისი ბავშვობის შესახებ ცოტა რამ არის ცნობილი. 23 წლის ასაკში ის ქალაქ ჩინკოტაში თუნიქის ბიზნესს აწარმოებდა და პატივსაცემ ადამიანად ითვლებოდა, ჰყავდა უამრავი თაყვანისმცემელი და დაინტერესებული იყო ასტროლოგიითა და ოკულტიზმით.
1903 წლისთვის, კისმა საზარელი დანაშაულების ჩადენა დაიწყპ. ის ლოკალურ გაზეთებში "ჰოფმანის" ფსევდონიმით რეკლამებს ათავსებდა, სადაც აცხადებდა, რომ მარტოხელა ქვრივი გახლდათ და მეუღლეს ეძებდა. მოგვიანებით კი ქალებს არწმუნებდა, რომ მისთვის ბინა და ქონება გადაეცათ.
1912 წელს კიში 15 წლით უმცროს გოგონაზე, ვინმე მარიაზე დაქორწინდა, რომელმაც მალევე დაიწყო რომანი ახალგაზრდა მხატვარ ბიკართან. ისინი მალევე გახდნენ მკვლელის პირველი მსხვერპლები. ბელა ცდილობდა მათი გაუჩინარება იმით აეხსნა, რომ მარი ბიკართან ერთად ამერიკაში გაიქცა, თუმცა, სინამდვილეში კაცმა ორივე მათგანი დაახრჩო.
პირველი მკვლელობის ჩადენის შემდეგ, მან მარტოხელა ქალებთან მიმოწერა გააგრძელა. ამჯერად, ის ფულის გამოძალვის შემდეგ, მათ სახლში იტყუებდა და თოკით ან შიშველი ხელებით ახრჩობდა.
კაცი მსხვერპლების ცხედრებს უცნაური უცნაური გზებით ინახავდა. კერძოდ, ის სხეულებს მეთანოლით სავსე ფოლადის კასრში დებდა. ასევე ხშირად უჭრიდა ცხედარს კისერს, რის გამოც მას ჩინკოტას ვამპირიც კი უწოდეს.
1914 წელს კიში ავსტრია-უნგრეთის ჯარში გაიწვიეს, რის შემდეგაც პირველ მსოფლიო ომში საბრძოლველად გაემგზავრა. მან სახლი ხანდაზმულ დიასახლისს დაუტოვა, რომელიც წლების წინ დაიქირავა. კიშის წასვლიდან ორი წლის შემდეგ, გავრცელდა ჭორი, რომ ის ბრძოლის დროს მოკლეს ან ტყვედ აიყვანეს. ჭორების გამო, მისმა დიასახლისმა სახლის გასუფთავება გადაწყვიტა. სწორედ ამ დროს აღმოჩნდა, რომ კაცი ფოლადის კასრებში 24 ადამიანის ცხედარი.
საქმეში პოლიციაც ჩაერთო და კიშის ძებნა დაიწყო. მან პოლიციისგან თავის დაღწევა არაერთხელ მოახერხა. მომდევნო წლებში არაერთი ადამიანი ამტკიცებდა რომ კაცი რუმინეთსა და თურქეთში ნახეს. ბოლოს ის 1932 წელს, ნიუ-იორკში შეამჩნიეს.
უნგრელი ვამპირის დაჭერა პოლიციამ ვერ შეძლო, მისი ცხოვრების შესახებ დაზუსტებული ცნობები დღემდე არ არსებობს.
ასევე ნახეთ:
მითი თუ რეალობა? - თოჯინას რეალური ისტორია, რომელშიც დემონური სული ცხოვრობდა
რა კავშირშია დაბადების თვე ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობასთან - რას ამბობს მიხეილ ცაგარელი