პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
კონექტიკუტის შტატში მდებარე უორენსის ოკულტურ მუზეუმში პატარა გოგონას თოჯინას შეხვდებით. ერთი შეხედვით უწყინარი სათამაშო ნებისმიერ სხვა თოჯინას ჰგავს, თუმცა, მის შესახებ ჩვეულებრივი არაფერია. ამბობენ, რომ ანაბელი დაკავშირებულია 1970 წელს მომხდარ პარანორმალურ მოვლენებთან, ძალადობრივ თავდასხმებთან და ორ სასიკვდილო გამოცდილებასთან. ბოლო წლებში თოჯინა არაერთი საშინელებათა ფილმის მთავარი ინსპირაციაც კი გახდა.
დღემდე ცოტამ თუ იცის, რომ ფილმები რეალურ ისტორიებზეა დაფუძნებული. ანაბელი ნამდვილად არსებობს და ის ნამდვილად ატერორებდა ადამიანებს. საქმეზე ცნობილი პარანორმალური გამომძიებლები, ედ და ლორენ უორენები მუშაობდნენ, რომლებიც ანაბელის უკანასკნელი მფლობელები იყვნენ. თოჯინა დღემდე მათ ოკულტურ მუზეუმში, იზოლირებულ ყუთში ინახება. ცნობილი დემონოლოგები ირწმუნებოდნენ, რომ ანაბელი პასუხისმგებელია უამრავ დემონურ ქმედებზე, ორ სიკვდილთან მიახლოებულ და ერთ სასიკვდილო შემთხვევაზე.
ანაბელი ახალგაზრდა მედდას, ვინმე დონას 28 წლის იუბილეზე დედამ აჩუქა. იმ დროს ქალი თავის თანამშრომელ ენჯისთან ერთად ცხოვრობდა და თოჯინა სახლში წაიღო. მისი ადგილი მისაღები ოთახის დივანზე გახლდათ, თუმცა, მოგვიანებით ორმა ქალმა შეამჩნია, რომ ანაბელს დამოუკიდებლად გადაადგილება შეეძლო - დონა სამსახურში წასვლის წინ თოჯინას მისაღებ ოთახში ტოვებდა, სახლში დაბრუნებულს კი ის საძინებელში ხვდებოდა.
მოგვიანებით, ქალები სახლში წერილებს პოულობდნენ, რომლის ავტორიც მათ დახმარებას სთხოვდა. წერილები პერგამენტის ქაღალდზე იყო დაწერილი, რომელიც მათ სახლში არც კი ჰქონიათ.
მეტიც, ერთ შუადღეს, როდესაც დონა მუშაობდა და ენჯის მეგობარი ბიჭი ლუ ბინაში იმყოფებოდა, მას სახლში ხმა მოესმა. ახალგაზრდა მამაკაცმა ბინა შეამოწმა, თუმცა იძულებითი შეჭრის კვალი ვერ აღმოაჩინა. სამაგიეროდ, მან ოთახში მწოლიარე ანაბელი იპოვა, რა დროსაც მან მკერდის არეში ძლიერი ტკივილი იგრძნო და სისხლიანი ნაკაწრები აღმოაჩინა. ორი დღის შემდეგ კი დაზიანება უკვალოდ გაქრა.
ლუს ტრავმული გამოცდილების შემდეგ, ქალებმა მედიუმს მიმართეს. ექსპერტის თქმით, თოჯინაში გარდაცვლილი შვიდი წლის ანაბელ ჰიგინსის სული ცხოვრობდა, რომლის ცხედარიც სწორედ იქ იყო ნაპოვნი, სადაც მოგვიანებით მათი საცხოვრებელი კორპუსი აშენდა. მედიუმი ამტკიცებდა, რომ სული კეთილგანწყობილი იყო, რის გამოც, დონამ და ენჯიმ თოჯინის თავიდან მოშორება გადაიფიქრეს.
საბოლოოდ, დონამ და ენჯიმ მღვდელს მიმართეს, რომელმაც ქალები ედ და ლორენ უორენებს დააკავშირა. დემონოლოგებმა აღნიშნეს, რომ ანაბელს სინამდვილეში ადამიანის სხეულში ჩასახლება სურდა და მის საქციელებში ნამდვილად იკვეთებოდა დემონური ტენდენციები, როგორებიცაა ტელეპორტაცია, მატერიალიზაცია, და "ურჩხულის ნაიარევი (ნაკაწრები, რომლებიც თოჯინამ ლუს მიაყენა)"
უორენებმა მღვდელს ბინის კურთხევა სთხოვეს და ანაბელის თოჯინა წაიღეს. გზა წყვილისთვის სტრესული აღმოჩნდა - მგზავრობისას მუხრუჭები არაერთხელ გაჩერდა, რამაც კინაღამ საზარელი ავარია გამოიწვია. მოგვიანებით, ლორენმა აღნიშნა, რომ როგორც კი ედმა თოჯინას ნაკურთხი წყალი შეასხა, მანქანამ გამართულად მუშაობა განაგრძო.
სახლში მისვლისთანავე ედმა და ლორენმა თოჯინა ედის კაბინეტში მოათავსეს. მოგვიანებით მან აღნიშნეს, რომ ის ჩაკეტილი კარის მიუხედავად მაინც ახერხებდა ოთახებს შორის გადაადგილებას, რის გამოც ანაბელი სპეციალურად დამზადებულ ყუთში ჩაკეტეს. ანაბელი დღემდე ინახება ხისა და შუშის ყუთში, რომელზედაც არაერთი ლოცვაა ამოტვიფრული. ამის შემდეგ, ანაბელი აღარ განძრეულა, თუმცა, როგორც ვარაუდობენ, მისი სული მოგვიანებითაც აგრძელებდა დემონური ქმედებების ჩადენას.
ერთ დღეს, უორენსების მუზეუმს ახალგაზრდა მღვდელი ესტუმრა, რომელმაც ანაბელი ხელში აიღო. მფლობელებმა კაცი თოჯინის შესაძლებლობების შესახებ გააფრთხილეს, რაზედაც პასუხად დაცინვა მიიღეს. მოგვიანებით, სახლისკენ მიმავალი მღვდელი თითქმის საბედისწერო ავარიაში მოყვა. კაცი სიცოცხლის ბოლომდე ამტკიცებდა, რომ უბედური შემთხვევის წინ უკანა ხედვის სარკეში სწორედ ანაბელი დაინახა.
წლების შემდეგ, მუზეუმის კიდევ ერთმა სტუმარმა იხუმრა თოჯინის შესაძლებლობებზე. სახლისკენ მიმავალმა კი მოტოციკლეტზე კონტროლი დაკარგა და ხეს დაეჯახა, რის შედეგადაც ადგილზევე გარდაიცვალა. მისი შეყვარებული კი სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა. ახალგაზრდა ქალი მოგვიანებით იხსენებდა, რომ შემთხვევის დროს წყვილი ანაბელის თოჯინაზე იცინოდა.
უორენები წლების განმავლობაში ჰყვებოდნენ ისტორიებს ანაბელის შესაძლებლობების შესახებ, თუმცა, უნდა ითქვას, რომ ამ ისტორიებიდან არც ერთი დადასტურებულა.
ედ და ლორენ უორენები ცოცხლები აღარ არიან, თუმცა მუზეუმს წლების განმავლობაში მართავდა მათი ქალიშვილი ჯუდი და სიძე ტონი სპერა. მიუხედავად იმისა, რომ არსებული არტიფაქტები წლების განმავლობაში იწვევდა საზოგადოების ინტერესს, New England Skeptical Society-მ დაამტკიცა, რომ მათი უმეტესობა თაღლითობა იყო.
ასევე ნახეთ:
როგორ შეიცვლება ამინდი ხვალ - სინოპტიკოსები მოსახლეობას მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებენ
საპატრულო პოლიციამ ნარკოდანაშაულის ფაქტზე რუსეთის მოქალაქე დააკავა