რა კავშირშია დაბადების თვე ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობასთან - რას ამბობს მიხეილ ცაგარელი

ასტროლოგი

რა კავშირშია დაბადების თვე ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობასთან - რას ამბობს მიხეილ ცაგარელი 

* იანვარში დაბადებული ადამიანი არ არის მომთხოვნი. იანვარში დაბადებულებმა განსაკუთრებით უნდა მიაქციონ ყურადღება გულს. მათი ასტროლოგიური კალენდრის მიხედვით, სწორედ გულია მათთვის ყველაზე სუსტი ორგანო;

* თებერვალში დაბადებული ადამიანი ცხოვრებისეულ საკითხებში ბრძენია, ასევე, გონებამახვილი და გაწონასწორებული. არასდროს იბრძვის დიდებისთვის.

განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს სხვის რჩევებს და თავადაც კარგი მრჩეველია. ასტროლოგიურად, თებერვალში დაბადებული ადამიანები დეპრესიისკენ არიან მიდრეკილნი.

* მარტში დაბადებულები ცოცხალი გონებით გამოირჩევიან. მათ შეუძლიათ, ნებისმიერ ადამიანთან გამონახონ საერთო ენა. დაახლოებით, 40 წლამდე სრულად ავლენენ საკუთარ შესაძლებლობებს. ისინი იშვიათად არიან ბედნიერები და ცხოვრებით კმაყოფილნი. მათ მეტი შრომა უწევთ მიზნის მისაღწევად. ამის მიზეზი ის არის, რომ მარტში დაბადებულ ადამიანს სისხლში სეროტონინის დაბალი დონე აქვს;

* აპრილში დაბადებული ადამიანი იმპულსურია და მებრძოლი. თუ მოინდომა, წარმატებას ადვილად აღწევს. შრომის უნარის გამოვლენის შემთხვევაში, გამდიდრების კარგი შანსი აქვს. აპრილში დაბადებულ ადამიანებს ხშირად აწუხებთ ესა თუ ის ავადმყოფობა, ასევე, ემუქრებათ ალერგია.

* მაისში დაბადებული ადამიანი ვერ იტანს, როცა მასზე გავლენას ახდენენ. ისინი მკვეთრად განიცდიან ამინდის ცვლილებებს. ეს იმიტომ ხდება, რომ დედამ ფეხმძიმობის დიდი ნაწილი ტემპერატურის ძლიერი ცვალებადობის პერიოდში გაიარა. ის კი, რაც სამყაროსა და კოსმოსში ხდება, ადამიანზე მუცლად ყოფნის დროსაც აისახება;

* ივნისში დაბადებული ადამიანი ნიჭიერია, თუმცა, ზარმაცი და არაორდინარული. აქვს ქონებისა და სიმდიდრის დაგროვების უნარი. უყვარს ოჯახური ტრადიციები. მისთვის ყველაზე სუსტი ორგანოა კუჭი, ამიტომ ის ზედმეტი ცხიმიანი კერძებით არ უნდა გადატვირთოს. ასევე, უნდა აკონტროლოს წონა;

* ივლისში დაბადებული ადამიანი  რა კავშირშია დაბადების თვე ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობასთან ყველას მიმართ კეთილგანწყობილია, ცდილობს, არავის აწყენინოს. შესაძლოა, რამდენჯერმე შექმნას ოჯახი. ერიდება ჩხუბსა და კონფლიქტებს. მას სუსტი ჯანმრთელობა აქვს და ამიტომ აუცილებლად უნდა მიხედოს კუჭსა და ფილტვებს;

* აგვისტოში დაბადებული ადამიანი მეტად დამოუკიდებელია. ის ნელ-ნელა აღწევს მატერიალურ კეთილდღეობას. შეუძლია, ბევრჯერ დაქორწინდეს. უყვარს ფულის ხარჯვა, უნდა უფრთხილდეს დიაბეტს. ასევე, დიდია სეზონური ინფექციებით დასნებოვნების საფრთხეც, რაც მათ იმუნიტეტზე უარყოფითად მოქმედებს;

* სექტემბერში დაბადებული ადამიანი ჭკვიანია, უყვარს საღი კამათი. მისგან კარგი პოლიტიკოსი და მეცნიერი დგება. ცხოვრების მეორე ეტაპზე ბედნიერად გრძნობს თავს. მეგობრები და კოლეგები ხშირად ეხმარებიან და მათ მიმართ ისიც ერთგულია. სექტემბერში დაბადებული ადამიანები ართრიტით დაავადების დიდი რისკის ქვეშ არიან;

* ოქტომბერში დაბადებული ადამიანი გამოირჩევა გემოვნებით. მას შეუძლია, ირგვლივ ყველაფერი გაალამაზოს და ჰარმონიაში გაცხოვროთ. წარმატებებს სახელმწიფო სამსახურში აღწევენ. კანის დაავადებები ყველაზე მეტად სწორედ ოქტომბერში დაბადებულ ადამიანებს ემუქრებათ. ერთ-ერთი ამის მიზეზი კი არის ბუნებაში მიმდინარე ცვლილებები და კოსმიური ციკლები.

* ნოემბერში დაბადებული ადამიანი მუდმივად სხვებზე ზრუნავს. ძლიერი პიროვნებაა. შეუძლია, გარშემო მყოფი მტრების ადვილად დამარცხება. შესწევს უნარი, ადრეულ ასაკში მიაღწიოს წარმატებებს. ის სხვებზე მეტად განიცდის მთვარის ფაზების ზეგავლენას. განსაკუთრებით უჭირს ახალმთვარეობის დროს.

* დეკემბერში დაბადებული ადამიანი გამოირჩევა შემტევი ხასიათით, ასევე, სიმკაცრით. არ უყვარს რჩევა- დარიგებების მოსმენა. ადვილად იკეთებს კარიერას. ცდილობს, ცხოვრებაში საკუთარი ადგილი და სახელი დაიმკვიდროს, მოპოვებულ ავტორიტეტს კი გონივრულად იყენებს. ის საერთოდ კარგად „უგებს“ კოსმიურ კანონებს, „ხუთიანზე“ აბარებს მის გამოცდას და ამის გამო ამ თვეში დაბადებული ადამიანი დიდხანს ცოცხლობს.